| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ, კვირის ბოლომდე სკოლებში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებული გზამკვლევი გაიგზავნება, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე გახდა ცნობილი.
მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. მიუხედავად გამოქვეყნებული დოკუმენტისა, პედაგოგებისთვის მაინც ბუნდოვანი იყო, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინათ სტატუსის ასამაღლებლად. ამასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა გასული კვირის განმავლობაში პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრები გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ კვირის ბოლომდე, მარტის დასასრულს სკოლებში გზამკვლევი გაიგზავნება, სადაც აღწერილი იქნება ის ნაბიჯები, რაც მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად ევალებათ. გარდა ამისა, პედაგოგების მიერ ხშირად დასმული კითხვების მიხედვით ვებინარი ჩაიწერება, რომელიც მასწავლებლებს მიმართულებას მისცემს, როგორ შეავსონ პროფესიული საქაღალდე.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტი უკვე გაიგზავნა. დოკუმენტში განხილულია: 1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის შეფასების ძირითადი პრინციპები; 2. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები; 3. პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის ადმინისტრირება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა