სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტი“ - დეტალები
14-03-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტები, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს  დაწესებულებების შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსების მოდელს.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსების მნიშვნელობას და აღნიშნა 2021 წლიდან საქართველომ განათლების სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა – კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მინისტრის თქმით, სწორედ სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით კერძო-საჯარო პარტნიორობითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებით შეიქმნა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მარეგულირებელი წესი, რომელიც სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგების კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების სახით, აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი, რაც პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერასა და ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება ასევე გაამახვილა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) არსებულ პარტნიორობაზე და განაცხადა, რომ სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა  საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.

თავის მხრივ, პეტერ ფიშერმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საუბრისას პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება