| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლიანა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პრინციპული, მომთხოვნი და ამავდროულად ჰუმანური დირექტორია. როგორც თვითონ გვიყვება, არჩეულმა პროფესიამ გაუტეხელი, თვითდაჯერებული და ბრძოლისუნარიანი გახადა, მისთვის დასახული მიზნის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის ყოველდღიურობაში მიღებულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, როგორც კარიერული, ასევე პიროვნული ზრდისთვის. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს სკოლის ხელმძღვანელ ლიანა ბოლქვაძესთან:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც ...
- პრინციპული, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე, მომთხოვნი და ამასთანავე ჰუმანური, კომუნიკაბელური, კომპეტენტური, ზედმეტად ყურადღებიანი.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი ...
- ვარ და ვიქნებოდი პედაგოგი.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ადამიანებთან კომუნიკაციის, თვითდაჯერებულობის, ბრძოლის, დასახული მიზნისა მიღწევის, გაუტეხლობის.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი …
- რომლისაგანაც შემიძლია ავიღო მაგალითი და ბევრი რამ ვისწავლე, ამავე სკოლის ყოფილი დირექტორი ჯემალ შანთაძე და ასევე ჩემი დირექტორი, აწგარდაცვლილი - ალექსანდრე ბოლქვაძე.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა …
- სკოლის ყოველდღიური ცხოვრების დროს მიღებული გამოცდილება.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- გვიყვარდეს ერთმანეთი.
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- აბა, დღეს მე, ვის რა ვარგე?
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას