| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. გამონაკლისი არც წელს ყოფილა. ამ დღეს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა.
ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრებმა - თამარ ჩაკვეტაძემ, მარიამ რუხაძემ, ლიზი კეთილაძემ და მარიამ კიკვიძემ გამართეს პრეზენტაცია, სადაც თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი, ხედვა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიება გახსნა კლუბის თავმჯდომარემ - ანასტასია კირვალიძემ. მონაწილეებმა ისაუბრეს შიდსის გავრცელების ისტორიაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, სტატისტიკაზე, პრევენციაზე, ასევე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე და იმის შესახებ,თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავა, ასევე საზოგადოებრივი მეცნიერების მასწავლებელი თამილა თუთბერიძე და თვითმმართველობის თავმჯდომარე- ქრისტინე მიკირტიჩიანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში. პედაგოგთა აზრით, ეს მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის. როდესაც ბავშვები თავად იღებენ მონაწილეობას პრეზენტაციების მსვლელობაში და ასევე დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას, მეტად ამახსოვრდებათ და ეს ცოდნა სამუდამოდ ილექება მათ გონებაში.
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და შიდსის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ