| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის Vბ კლასში გარემოსდაცვითი წიგნიერების, მდგრადი განვითარების მნიშვნელობის, გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ ცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, პროექტი - „ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნება“ განხორციელდა.
პროექტს მასწავლებლები - ქ.ჭანტურია და მ.მესხი ხელმძღვანელობდნენ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ესტუმრნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს, სადაც ბუნებრივი რესურსების უფროს სპეციალისტთან მ.ჩიქოვანთან ერთად დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი (ბიომრავალფეროვნება), ნახეს ვიდეოფილმები ნარჩენების მართვასა და ბიომრავალფეროვნებაზე. შემდეგ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია.
აღნიშნულ აქტივობაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„მადლობას ვუხდით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა