TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ გულით არ აკეთებ შენს საქმეს მოსწავლეებთან მისასვლელი გზა მოჭრილი გაქვს‘‘ -  სოფიკო ონიანი, სასაშის საჯარო სკოლის მასაწავლებელი 
08-11-2022
-
+


სოფიკო ონიანი - ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასაწავლებელია. სოფიკოს თქმით, მოტივაციას იმისთვის, რომ მისი, როგორც მასწავლების პროფესიული უნარ-ჩვევები მუდმივად გაუმჯობესდეს და ახალი მიდგომები დაიხვეწოს, მოსწავლეები აძლევენ. მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის, გულით გაკეთებული საქმე არის იმ ეფექტური კომუნიკაციის სურვილი, რომელიც ბავშვების მხრიდან შესაბამისი უკუკავშირით ბრუნდება.

რა მთავარი კრიტერიუმები არსებობს მისთვის პედაგოგის პროფესიის შეფასებისას?  რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე სოფიკო ონიანი ბლიც-ინტერვიუში გვესაუბრა.   
 
- თქვენი საყვარელი ფრაზა: 

- „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“...  


- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია? 

- მქონდეს პასუხი 3 ძირითად კითხვაზე:
ა) რას მოვითხოვ მოსწავლეებისგან?
ბ) როგორ ვასწავლო, რომ გაიაზრონ?
გ) როგორ გავაუმჯობესო შედეგი?       

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის... 

- მაშინ, როდესაც ვღებულობ შესაბამის უკუკავშირს. 

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს... 

- ქალბატონმა ანგელინამ მითხრა - „თუ გულით არ აკეთებ შენს საქმეს მოსწავლეებთან მისასვლელი გზა მოჭრილი გაქვსო‘‘.
 
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია... 

- რთულია ისეთი ორგანიზებული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები წინასწარ შემუშავებული წესების, ნორმების, პროცედურების მიხედვით იმუშავებენ.
 
- მოტივაციას მაძლევს... 

- პირველ რიგში ბავშვებთან ურთიერთობა და კოლეგებთან მეგობრული თანამშრომლობა.   

-  კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...  

- არის მეგობრული გარემო, ვახდენთ პროფესიული უნარ- ჩვევების გაუმჯბესებას და ახალი მიდგომების დახვეწას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება