სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის პედაგოგის პროფესია უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას ნიშნავს“- ანა იასაშვილი, სამთავისის საჯარო სკოლის მასწავლებელი
08-11-2022
-
+


„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში არის ჯანსაღი, თბილი გარემო“,- ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა იასაშვილი. ის მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ მისგან მოვისმინეთ პასუხები ისეთ საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა - რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- შეუძლებელი არაფერია.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ზრუნვას უკეთესი მომავლისთვის.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მათი კეთილდღეობისთვის.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ბავშვებს მოექეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ფარხმალდაყრილი მოსწავლისთვის მოტივაციის მიცემა და საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების აქტიურობა და წინსვლა.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- არის ჯანსაღი,თბილი გარემო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება