სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგის პროფესია ჩემთვის შესაძლებლობისა და ცოდნის რეალიზების სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა“- ფაქიზო ფანჩულიძე, წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
04-11-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა მოსწავლეებისა და პედაგოგების წინსვლისთვის თანაბრად ზრუნავს. ის სკოლის ისეთი ხელმძღვანელია, რომელიც მათ ყოველთვის გვერდით უდგას. შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო საზოგადოების წარმატების ერთ-ერთი მთვარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ დირექტორის მსგავსი ქცევაა. 
ჩვენ მოვისმინეთ ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას პასუხები ისეთ საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა - რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

   იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის არის ჩემი შესაძლებლობისა და ცოდნის რეალიზების საციცოცხლოდ აუცილებელი პირობა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათი შესაძლებლობების გათვალისწინება, მათთვის სწავლისადმი და არაფორმალური განათლებისადმი მოტივაციის გაზრდა-განმტკიცება, მათი მზაობა XXI საუკუნის ნებისმიერი გამოწვევისადმი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

-ერთ-ერთმა კოლეგამ, წლების წინ, მირჩია - „თუ ემოციების მართვას უკეთ შეძლებ, შენისთანა საგანმანათლებლო ლიდერი, დამიჯერე, ამ დუნიაზე არ იქნებაო“,- მის მერე ვცდილობ ამ რჩევის პრაქტიკაში გათვალისწინებას.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- საგანმანათლებლო სფეროში გატარებული რეფორმებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ძველგაზდა პედაგოგების სიახლეებისადმი ინტერესის აღძვრა, მიმღებლობა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოტივაციას მაძლევს მოსწავლეების სიყვარულით გაცისკროვნებული თვალები, მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული ნებისმიერი აქტივობა, მუდამ პროფესიული ზრდისა და სკოლის კონკურენტუნარიანობის განმტკიცებისათვის მზრუნველი პედაგოგები, მადლიერი მშობლები და ჩვენი თავდადებული მუშაობის ობიექტურად შემფასებელი რესურსცენტრისა და ქალაქის ხელმძღვანელობის მაღალი მოლოდინები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- მეძლევა შესაძლებლობა განვაცხადო ნებისმიერი მოსწავლის, პედაგოგის თუ გამარჯვებული პროექტის წარმატების შესახებ. როცა გვაქვს ღია კარის დღე ან რომელიმე ღონისძიება და ჩვენი სკოლის წარმატებული მუშაობის დამნახავი და მუშაობის შემფასებელი უამრავი სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავს ჩვენი გუნდური მუშაობის შესახებ და ამბობს: „ჩვენ ვიხილეთ სამოთხე დედამიწაზე!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება