სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე სკოლის დირექტორის შესახებ წერს
05-04-2018
-
+


დარკვეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ეთერ გოგალაძე სკოლის დირექტორის შესახებ სტატია დაწერა.   

გთავაზობთ ეთერ გოგალაძის მიერ დაწერილ სტატიას უცვლელად: 

„ყველა ადამიანი ერთნაირი შესაძლებლობებითა და უნარებით იბადება, თუმცა ზრდასრულ ასაკში ჩვენ, სრულებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მთავარი ის კი არ არის როგორი მოევლინე ქვეყანას, მთავარი ისაა როგორ განავითარებ საკუთარ შესაძლებლობებს. თუმცა, რა თქნა უნდა დამეთანხმებით, რომ ყველას გვაქვს მიზანი, რომლისკენ სავალი გზა ია-ვარდებით სულაც არ არის მოფენილი. ჩვენს ირგვლივ უამრავი წარმატებული და გამორჩეული პიროვნებაა. მე ამაყი ვარ, რომ დღეს იმ სკოლის მოსწავლე  ვარ, რომლის დირექტორი ქალბატონი დარიკო ხვედელიძეა. იგი ერთერთია ქვეყნის იმ მასწავლებელთა შორისა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება და წამყვენი პედაგოგის სტატუსი  მოიპოვეს.

ქალბატონი დარიკო  ყოველთვის მიიჩნევდა, რომ აღმართს დაღმართი მოსდევს, ხოლო ყოველ წარუმატებელ ნაბიჯს უდიდესი წარმატება. ეს ყველაფერი როდია, დარიკო მასწავლებელს  სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება ჯერ კიდევ 2013 წლიდან აქვს. იგი სულითხორცამდე მასწავლებელია. 

ასევეა ღირსეული და სამაგალითო დირექტორი. ეს მხოლოდ დარიკო მასწავლებლის  წარმატება არაა, ეს ჩვენი რაიონისა და სკოლის წარმატებაცაა.

მისმა გამოჩენამ ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დაამჩნია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნო პროცესად გადაგვექცა.

მოწესრიგებული, ენერგიული, მიზანსწრაფული, კრეატიული თანამედროვე აზროვნების ახალგაზრდა მასწავლებლის განსხვავებული ხედვები... ენთუზიაზმი, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საჭირო ცოდნისა და სწავლების პროცესისადმი სრულიად ახლებური ხედვა, დარიკო მასწავლებლის მოღვაწეობის წინაპირობა გახლავთ.

ის ჩვენთვის მხოლოდ მასწავლებელი არაა, ის თითოეული ჩვენგანის  საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ღიად შეგვიძლია ვესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. იგი ყოველთვის გულისყურით გვისმენს და საჭიროების შემთხვევაში რჩევებსაც გვაძლევს.  ხშირად ნახავთ მას არამხოლოდ  უფროს კლასელებთან მოსაუბრეს, არამედ  თვალებანთებულ პატარებთან, რომლებიც სიხარულით  ხვდებიან სკოლის ეზოში შემოსულს. 

დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ჩემი სკოლის დირექტორს დარიკო მასწავლებელს, ეს უდიდესი წარმატება და ვუსურვო ცხოვრების მწვერვალების დაპყრობა.... 

ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“

© დარკვეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ეთერ გოგალაძე.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ტესტირების განრიგი ცნობილია - ვადები და დეტალები

როგორ უნდა ნახოთ ინფორმაცია მედალოსანი მოსწავლეების შესახებ - ინსტრუქცია

აღმზრდელთა ანაზღაურება 20 პროცენტით ორ წელში გაიზრდება, ხუთ წელიწადში კი ეროვნულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება - სამოქმედო გეგმის პროექტი

რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითებით სწავლება 

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლენისთვის სკოლების საინფორმაციო პორტალის შესახებ

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა უკეთ გააცნობიერეს
 
საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება