სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„მხოლოდ ერთი პირველკლასელი გვეყოლება...“ - მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორები მოსწავლეთა შესახებ საუბრობენ
14-05-2025
-
+


პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება. წელს სკოლაში ის 5 წლის ბავშვებიც შევლენ, ვისაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდება. პირველი ნაბიჯები ცოდნის ტაძარში რამდენადაც ემოციურია პატარებისა და მათი მშობლებისთვის, იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა პედაგოგებისა და დირექციისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, მოსწავლეებს შეუძღვე წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და სკოლაში გატარებული თითოეული დღე უქციო ნამდვილ დღესასწაულად.

ამ დღისთვის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნით ადრე იწყებენ მზადებას, რესურსები და საკლასო ოთხები პატარებს მოწესრიგებული უნდა დახვდეთ, რაც მთავარია, სკოლებმა იციან, რამდენ პირველკლასელს უნდა ელოდონ სასწავლო წლის დასაწყისში და სწორედ ამ საკითხზე საუბრობენ დირექტორები etaloni.ge-სთან, საკუთარ ემოციებს გვიზიარებენ, არც ის მეთორმეტეკლასელებისთვის გზის დალოცვა ავიწყდებათ და იმასაც აღნიშნავენ, თითოეული მოსწავლით ძალიან ამაყობენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის, თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, დალი ტაბატაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და 4 პირველკლასელს ელიან:

„მცირეკონტინგენტიანობის გამო, 2025-2026 სასწავლო წელს ოთხ ბავშვს ველით, რომლებიც გვჯერა, ჩვენი პედაგოგების დამსახურებით, შეიყვარებენ სწავლას, მიიღებენ საფუძვლიან განათლებას და წარმატებულები იქნებიან ცხოვრების ყველა ეტაპზე... საოცრად ემოციურია პირველკლასელთა პირველი ნაბიჯები სკოლაში. ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი... მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია, პატარებმა უნდა შეიძინონ სხვადასხვა უნარები, უყვარდეთ სწავლა, პატივს სცემდნენ უფროსებს და მჯერა, ჩვენს სკოლაში გატარებული თითოეული დღე მათთვის იქნება საინტერესო თავგადასავალი“.

ერთ პირველკლასელს ელიან ცაგერის მუნიციპალიტეტის, ისუნდერის საჯარო სკოლაში. დირექტორი - ზურაბ აკობიძე გულისტკივილს გამოთქვამს მოსწავლეთა სიმცირის გამო: „გარკვეული კლასები არ გვყავს, შექმნილია კლასკომპლექტები... მოსახლეობის მიგრაციის შედეგად ცოტა მოსწავლე გვყავს, თუმცა პედაგოგებთან ერთად, თავს არ ვზოგავთ, ბავშვებისთვის სკოლაში გატარებული დრო იყოს პროდუქტიული და დაუვიწყარი“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება