სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 მთავარი წესი, რომლებიც გამოცდებზე უნდა დაიცვათ - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
03-05-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს იმ წესებს აცნობს, რომლებიც მათ ტესტირების პროცესში უნდა დაიცვან.

✓ საგამოცდო სექტორში მოძებნეთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი;
✓ მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, შეგიძლიათ დადოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). წყალი პლასტმასის ბოთლით უნდა დადგათ იატაკზე.
✓ პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია - ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.
✓ იმ შემთხვევაში თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩენთ ხარვეზს ან დაზიანებას, მას ახლით შეგიცვლიან.
✓ პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის ველში.
✓ ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ დამკვირვებელს.
✓ გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.გაითვალისწინეთ, თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი.

პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. 

აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მითითება, მათ შორის, გადაწყვეტილება გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება