სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“, გენდერული თანასწორობის შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა
03-10-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს. 

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სკოლაში მოსწავლეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე -  გენდერული თანასწორობაზე ისაუბრეს.

„ანაბასისელებმა“ გასულ კვირას, ქურთისტანის პროვინციაში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ ვიდეო მასალას უყურეს, განიხილეს და მსოფლიოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აქტოვობა პედაგოგების თეა სამხარაძისა და ქეთევან ედიბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

შეხვედრის სკოლის მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებისთვის ხელშეწყობა იყო 

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ.
განიხილეს სიტუაციური ამოცანა „რთული არჩევანი“ და კრეატიულად წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის გზები როგორც საკუთარი, ისე საპირისპირო სქესის პოზიციიდან.
შეხვედრის ბოლოს, მათ პროტესტის ნიშნად დახიეს ფურცლებზე დაწერილი სტერეოტიპული შეხედულებები და საინფორმაციო დაფაზე თავიანთი დამოკიდებულებები დააფიქსირეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეორგოლის მომზადება და საფეხურების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები“,- წერია სკოლის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება