სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“- კერძო სკოლა „ანაბასისში“ 25 წლის იუბილესა და სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავენ
15-09-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ 26-ე სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი შემართებით დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ წელს „ანაბასისი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლაში ამ წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით ამაყობენ და მომავალ თაობასაც წარმატებას უსურვებენ. 

სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, ხოლო კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან. 

„ანაბასისში“ პრიორიტეტი მოსწავლეები და მათ განათლებაზე უწყვეტი ზრუნვაა. პედაგოგები უამრავ ენარგიას დებან იმაში, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო განვითარებული და შემდგარი იყოს.

„სკოლა „ანაბასისი“ 25 წლისაა. ეს დრო ვისთვის დიდია ,ვისთვის - მცირე. საქართველოში არსებობს სკოლები საუკუნეების ისტორიაც რომ აქვთ, მაგრამ ჩვენთვის, ანაბასისელებისთვის, ეს 25 წელი მთელი ცხოვრებაა - ცხოვრება სიძნელეების გადალახვის დაუცხრომელი სურვილით, თავბრუდამხვევი წარმატებების გამო თვალს მომდგარი ცრემლით, ჩვენი მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი სამყაროს ფერადოვნებით.. ეს 25 წელი ითვლის ჩვენი შეგირდების სასწავლო ოლიმპიადებსა და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ საუკეთესო მაჩვენებლებს, სხვადასხვა რანგის კონკურსებსა და კონფერენციებში მოპოვებულ ჯილდოებსა და საპატიო სიგელებს.სკოლის განსაკუთრებული მონაპოვარი მისი წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში წარმატებით მოღვაწეობენ. „წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვო შენი დანიშნულება და მისდიო მას” - გვჯერა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გააზრებული აქვთ თავიანთი დანიშნულება, დასახული აქვთ მიზანი და არ აკლიათ სწრაფვა მის მისაღწევად. ამაში ჩვენი პედაგოგების დიდი წვლილიცაა. როგორც დიდი ილია ამბობდა: ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას. სწორედ ამ გზას მიჰყვება სკოლა „ანაბასისი“, რომელმაც წელს წარმატებით გაიარა უკვე მესამედ ავტორიზაცია და ახალ 26-ე სასწავლო წელს იწყებს. კვლავ ახმიანდება სკოლის დერეფნები მონატრებული ხმებით, აივსება მოსწავლეების და მასწავლებლების სიხარულით, სიყვარულით, თანამშრომლობით საკლასო ოთახები.
გვინდა ვისურვოთ ჩვენი სკოლის კედლებში გატარებული წლები ყოფილიყოს ყველასათვის ნათელი და ბედნიერი წლები. ეს წელი კი ყოფილიყოს უჩვეულო, იმედებითა და გამოწვევებით აღსავსე, მოეტანოს ახალი ცოდნა, ახალი უნარები, საინტერესო აღმოჩენები. ჩვენ გვჯერა ერთად დავძლევთ გამოწვევებს, ვივლით შემეცნების საინტერესო გზებზე და ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება