სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ!“- თბილისის N133 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„ძვირფასო 133-ელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მშვიდობა, ჯანმრთელობა, საინტერესო პერსპექტივები, განსაკუთრებით ბავშვებს შემეცნების სიხარულით აღსავსე საინტერესო და ნაყოფიერ წელს გისურვებთ! ჩემო საამაყო და გამორჩეულო პედაგოგებო, შემართებას და ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩვეული გარჯით და რუდუნებით გეღვაწოთ ღირსეული და მოაზროვნე მომავალი თაობების აღსაზრდელად, სწორედ მოაზროვნე და განათლებული თაობა და საზოგადოება არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და უკეთესი მომავლის უალტერნატივო გზა. ჩვენო ძვირფასო ახალსაზრდელებო, თქვენ შეგწევთ ძალა გამოიყენოთ თქვენი განუსაზღვრელი შესაძლებლობები და შეიქმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრება, თქვენი და ჩვენი ვალია. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ! ვულოცავ სრულიად საქართველოს სკოლებს! უფალი ჩვენსკენ ყველაზე კეთილშობილურ საქმეში და უკეთესი მომავლის შენების მისიაში“,- წერს სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება