| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
მოსწავლეებმა ახალი სასწალვლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს. სწავლის პირველმა დღემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
სწავლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაც.
„ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, დასახული მიზნების განხორციელებას! განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს და ჩვენს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს!“,- ვკითხულობთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. ახოს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში