სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მსოფლიოს გამორჩეული საბავშვო ბაღები, რომელთაც უნიკალური არქიტექტურა აქვთ
17-01-2023
-
+


საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც პატარები განვითარებასთან ერთად დროს სახალისოდ და საინტერესოდ ატარებენ; მსოფლიოში კი არის ისეთ სააღმზრდელო დაწესებულებები, სადაც, უნიკალური არქიტექტურის გამო, ბავშვები არც ტირიან და სახლში დაბრუნებასაც არ ჩქარობენ.

   

ნორვეგიაში, ქალაქ ტრომსოში არსებობს საბავშვო ბაღი, რომლის კედლებიც დაჩვრეტილია. ბავშვებისთვის კედლებში ძრომიალი იმდენად სახალისოა, რომ სახლში წასვლას არასდროს ჩქარობენ. საიდუმლო გასასვლელები, გამოქვაბულები და კედლებზე ცოცვა - ეს ბაღი ბავშვებისთვის ნამდვილად საოცნებო ადგილია.



ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში არსებულ საბავშვო ბაღს კუთხეები უბრალოდ არ აქვს... შენობას წრის ფორმა აქვს, რაც, არქიტექტორის თქმით, მშვიდი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. ამ ბაღში ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი სახურავია, სადაც მწვანე ბალახზე მათთვის სათამაშოდ უსაფრთხო ადგილია.



კატის თავის ფორმის საბავშვო ბაღი კი გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში მდებარეობს. არქიტექტორმა შენობა ისე დააპროექტა, რომ კატის „თათებში“ საბავშვო მოედნები, ხოლო „მუცელში“ - სამზარეულო, საგარდერობო, სასადილო და სასწავლო ოთახებია მოწყობილი. მეორე სართულზე ვრცელი დარბაზი მდებარეობს, რომლის ფანჯარ-თვალების წყალობით მზის შუქი უხვად შემოდის. ყველაზე საინტერესო კი მაინც კატის „კუდია“, რომელიც სასრიალოს ფუნქციასაც მშვენივრად ითავსებს.



ტაკა-ტუკა-ლენდი ასევე გერმანიაში, ბერლინში მდებარეობს. შენობა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააპროექტეს და მისი მიზანია ბავშვებისთვის, რომლებიც გამუდმებით მოძრაობენ უსაფრთხო და საინტერესო გარემო შეექმნათ. იატაკის გარდა შენობაში ყველაფერი რბილია და მახვილი კუთხეები უბრალოდ არ არსებობს. შენობაში ბავშვებისთვის უამრავი ბატუტი, საქანელა და სასრიალოებია. ტაკა-ტუკა-ლენდს ზოგჯერ „ჯადოსნურ“ ქვეყანასაც ამსგავსებენ.

 

იტალიის ქალაქში მდებარე ეს საბავშვო ბაღი კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. ცნობილმა მხატვარმა, ოკუდა სენტ-მიგელმა შენობის ფასადსა და კედლებზე იმდენად კარგად იმუშავა, რომ ეს საბავშვო ბაღი დღეს უკვე ქალაქის მთავარი სიამაყეა.



მსოფლიოს გამორჩეულ ბაღებში შეუძლებელია იაპონია არ მოხვედრილიყო... ტოკიოში მდებარე საბავშვო ბაღს ოვალური ფორმა აქვს, რომელსაც კედლები მხოლოდ სამი მხრიდან აკრავს. ოვალური ფორმა არქიტექტორმა იმ მიზნით შეარჩია, რომ ბავშვებს წრეზე სირბილი ძალიან უყვართ. ბაღის სახურავი კარგად დაცული და სათამაშო მოედნად გადაკეთებულია. ორ იარუსიან შენობაზე ბავშვებს ცოცვაც თავისუფლად შეუძლიათ. 



და ბოლოს... საქართველოში, ქალაქ რუსთავში თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე განთავსებული საბავშვო ბაღი, რომელმაც უცხოელების ყურადღებაც კი მიიპყრო. თვითმფრინავის სალონში ბავშვებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოა შექმნილი და პატარებს კაპიტნის სალონში შესვლაც კი თავისუფლად შეუძლია. აბა, რომელ ბავშვს არ უოცნებია თვითმფრინავის მართვაზე ანდაც უბრალოდ ფრენაზე? ეს ბაღი თავისი უნიკალურობით ნამდვილად გამოირჩევა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება