სიახლეები
სიახლეები

„როდის გაგიჩნდებათ სურვილი, შვილი საჯარო სკოლაში გადაიყვანოთ?“ - ჟურნალისტის კითხვა პრემიერს
12-01-2026
-
+


13 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები შედეგი განათლებაში გვქონდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„მინისტრების უმრავლესობას შვილი კერძო სკოლაში დაყავთ...  თქვენი რეფორმებით, როდის მიაღწევს სასკოლო და უმაღლესი განათლება იმ დონეს, რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს გაგიჩნდეთ სურვილი, რომ კერძო სკოლაში აღარ ატაროთ შვილი და ატაროთ საჯარო სკოლაში?“ - კითხვაზე პრემიერს პირდაპირი პასუხის გაცემა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი ხელშესახები შედეგები საშუალოვადიან პერსპექტივაში, 4-5 წელიწადში იქნება. 

„ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ თუკი სადმე გქვონდა ყველაზე ნაკლები შედეგი ამ 13 წლის განმავლობაში, ეს იყო განათლება. პირდაპირ, ღიად ვთქვით და ამიტომ დავიწყეთ მუშაობა, როგორც უმაღლესი, ისე სასკოლო განათლების მიმართულებით რეფორმის გეგმის შემუშავებაზე. უამრავი რამ არის გამოსასწორებელი ყველა მიმართულებით. დაწყებული ინფრასტრუქტურიდან დამთავრებული სწავლის შინაარსით. ამიტომ ჯერ წარმოვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდივე ძირითად მიმართულებას მოიცავს და შემდეგ წარმოვადგინეთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც 8 მიმართულებას მოიცავს.

ჩვენ რომ არ დაგვენახა არსებითი პრობლემები, ასეთი პრიორიტეტულობით არ მოვეკიდებოთ რეფორმებს ერთი და მეორე (უმაღლესი და ზოგადი განათლების) მიმართულებით. სწორედ იმის გამო, რომ ვხედავთ არსებით პრობლემებს და გამოწვევებს, ჩვენ დავაინიცირეთ ეს პროცესი და დავაინიცირეთ, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ახლა გამოდიან ადამიანები და საუბრობენ, თითქოს არაფერი გვჭირდება და არაფერი უნდა შეიცვალოს. რა არ მოსწონთ ამასაც ვერ გვეუბნებიან. არის ზოგადი საუბრები რაღაცებთან დაკავშრებით, საიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ. 

ჩვენ ვფიქრობთ, საშუალოვადიან პერსპექტივაში არსებითი ცვლილების მიღწევა შესაძლებელია ორივე მიმართულებით. დავიწყებ უმაღლესი განათლებით - ჩენ გვაქვს ორეტაპიანი გეგმა, პირველი ეტაპი მომავალი წლის სექტემბრისთვის განხორცილდება, შემდეგი ეტაპი 4-5 წელში უნდა უნდა დასრულდეს, ინფრასტრუქტურის ჩათვლით. სერიოზული პრობლემები გვაქვს ტექნიკური მეცნიერებების მიმართლებით შეიძლება დაგვჭირდეს უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ა.შ. 4-5 წელში არსებითად შეიცვლება სისტემა და ამის შემდგომ შეუქცევადი განვითარება დაიწყება ამ სისტემის. დაახლოებით იგივე პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება არსებითი ცვლილებები მივიღოთ (ზოგადი განათლების მიმართულებით), ეს შეეხება ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნას, სახელმძღვანელოების განახლებას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას... 

მაგალითად ახლა ვამზადებთ გეგმას, რომელიც უკავშირდება ზოგადად ინფრასტრუქტურას და მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია საბოლოოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გაურემონტებელი სკოლა არ დარჩეს. ამას დასჭირდება წლები. ჩვენ ვფიქრობთ, ამის გაკეთებაც არის შესაძლებელი საშუალოვადიან პერსპექტივაში. ინფრასქტრუქტურა სახელმძღვანელოები... ჩვენ ვფიქრობთ, პირველი ხელშესახები ცვლილებები საშუალოვადიან პერსპექტივაში 4-5 წელიწადში გვექნება და შემდგომ უნდა დაიწყოს სისტემის მუდმივი დახვეწის შეუქცევადი პროცესი... 

-როგორც ვხვდები, თქვენი შვილები კერძო სკოლაში დაასრულებენ სწავლას...  

-ნუ, ვნახოთ. პრობლემების მასშტაბი ხომ იცით თქვენც რამხელაა. ჯერ იყო 90-იანი წლები და ძალინ დიდი კვალი დაატყო ჩვენს განათლების სისტემას... შემდგომ 2004-2012 წლების სადაც კიდევ უფრო მძიმე პროცესები წავიდა. ამას სჭირდება გამოსწორება და დრო არ არის მარტივი პროცესი.

 

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ყველაზე ნაკლები შედეგი, ამ 13 წლის განმავლობაში,განათლებაში გვქონდა“

 

რომელ რეგიონშია დასაქმებული ყველაზე მეტი აღმზრდელ-პედაგოგი და სად ყავთ ყველაზე მეტი აღსაზრდელი - განახლებული მონაცემები ცნობილია

რა შემთხვევაში უნდა წარადგინოთ ინფორმაცია სკოლაში დასაქმების თაობაზე - დოკუმენტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ

საინტერესო
სიახლეები
საზოგადოება