სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელს სკოლაში საცხოვრებლის მიხედვით დაარეგისტრირებთ - მინისტრის განმარტება
11-01-2026
-
+


სკოლაში შესვლის ასაკი კვლავ იცვლება - დარეგისტრირებას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება, - ამ გადაწყვეტილების შესახებ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

განათლების მინისტრმა განმარტა, რომ „6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი…“

გარდა ამისა, მიქანაძის თქმით, ბავშვები სკოლებში საცხოვრებლის მიხედვით დარეგისტრირდებიან:

„ვაპირებთ, შემოვიღოთ სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც დაკავშირებულია მის საცხოვრებელ-ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე ეს განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბებით გავრცელდება”.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება