სიახლეები
სიახლეები, საინტერესო , კონკურსი

„ვამაყობ ჩემი თავით და ჩემი ოჯახით“- საქართველოს SUPER ოჯახები ცნობილია
24-07-2022
-
+


საქართველოს SUPER ოჯახები - ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ონლაინ-სივრცეში გამოჩენისთანავე უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა; პროექტი ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს და მშობლებთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს. 

საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახიც გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.

2022 წლის 20 ივლისს, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული თანამოაზრეები კიდევ ერთხელ, სწორედ SUPER ოჯახებად გამოაცხადა, გააერთიანა და სახალისო კონკურსიც შესთავაზა, სადაც დამარცხებულები უბრალოდ არ არსებობენ - აქ ყველა გამარჯვებულია.

პირველი ადგილი, თბილისის 152-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ ალექსანდრე ქერეჭაშვილმა დედასთან ერთად დაიკავა. მეორე ადგილზე ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე, გიგი წიქარიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილოსანი ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასელი ნიკოლოზ კობახიძე გახლავთ.

საქართველოს SUPER ოჯახების პირველმა სამეულმა Etaloni.ge-სთან პროექტი შეაფასა და მის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ალექსანდრე ქერეჭაშვილი, I ადგილის მფლობელი:

SUPER ოჯახის ტიტულის მოპოვება ძალიან გამიხარდა და ძალიან ამაყი ვარ ამით. კარგად ვსწავლობ, წიგნებსაც ვკითხულობ და ცოტას ვთამაშობ კიდეც. გამარჯვება ჩემს დედიკოსთან ერთად მოვიპოვე.

მარიამ მიქელაძე, ალექსანდრე ქერეჭაშვილის მშობელი:

პირველ რიგში პროექტი „SUPER ოჯახები“ ძალიან მომწონს. მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge-ში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები და ტესტებსაც ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ალექსანდრეს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს. ის ფაქტი, რომ პროექტში ოჯახებიც გავერთიანდით ძალიან გამიხარდა, რადგან ოჯახის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ალექსანდრესაც ამით მოტივაცია კიდევ უფრო ეზრდება. რაღაც კითხვას რომ ვერ სცემდა პასუხს მიყურებდა, იქნებ დედა, შენ გასცე პასუხიო და ძალიან ბედნიერი იყო ყველაფერს სწორად რომ ვპასუხობდით. ჩემი შვილი ამ ყველაფრით ძალიან გახარებულია. ასევე, ვფიქრობ, რომ ტესტები ბავშვებზე ძალიან კარგად არის მორგებული და გუშინდელი კითხვებიც ისე იყო შედგენილი, რომ მშობლები ჩართულები ვყოფილიყავით. 

„SUPER ოჯახის“ ტიტული ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა. ბედნიერები ვართ ამ ყველაფრის. ეს მე და ალექსანდრეს მოტივაციას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, ვიკითხოთ ბევრი და ვიყოთ ძლიერები. ძალიან კარგია, რომ „SUPER ოჯახის“ წოდება მოვიპოვეთ და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. აქვე, ვიტყოდი, რომ izrune.ge-ს ტესტები საუკეთესო საშუალებაა, რათა ბავშვი დროის სწორად განკარგვას მივაჩვიოთ, ისწავლოს დამოუკიდებლობა და ის, რომ თუ რაიმეს პასუხს ვერ გასცემს გაუჩნდეს ინტერესი, იკითხოს მეტი.

გიგი წიქარიშვილი, მეორე ადგილის მფლობელი:

„SUPER ოჯახებში“ II ადგილის მოპოვება ძალიან გამიხარდა და კონკურსით კმაყოფილი ვარ. ამ შედეგს არ ველოდი და ამან კიდევ უფრო გამახარა. ტესტებში ყველაზე მეტად მათემატიკური და ლოგიკური შეკითხვები მომეწონა. პროექტში მე და დედას ჩემი უფროსი ძმა გვგულშემატკივრობდა.

შორენა ქაჩლიშვილი, გიგი წიქარიშვილის მშობელი:

izrune.ge-ში ზუსტად ერთი წლის წინ ჩავერთეთ და „SUPER ოჯახების“ კონკურსში პირველად ვმონაწილეობდით. კონკურსით კმაყოფილები ვართ ძალიან ვიხალისეთ და კარგი შედეგიც დავდეთ. ამისთვის კი პროექტის სულისჩამდგმელებს დიდი მადლობა. პირველ ადგილზე გასულმა ოჯახმა სულ 3 წამით დაგვასწრო, ერთი ჩემი შეცდომა კი ის იყო, რომ სიჩქარეში სხვა პასუხს დავაჭირე ხელი. ვფიქრობ, პროექტი ძალიან კარგი იყო. ბავშვებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან კარგია, რადგან რაც იციან ის ცოდნა უმყარდებათ და რაც არ იციანს ცდილობენ მოიძიონ და მეტი იკითხონ. გიგის მაგალითად ძალიან მოსწონს მათემატიკური და ლოგიკური ტესტები. პროექტში ჩართვა საჭიროა, რადგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას ეჩვევიან. ჩვენთვის მეორე ადგილზე გასვლა საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. 

ნიკოლოზ კობახიძე, მესამე ადგილის მფლობელი:

„SUPER ოჯახის“ პროექტში ჩართვა ძალიან გამიხარდა. წარმატებას ველოდებოდი, რადგან izrune.ge-ს საშუალებით ვემზადებოდი და ვმეცადინებდი. ვამაყობ ჩემი თავით და ჩემი ოჯახით. პროექტში დედასთან ერთად ჩემი უფროსი ძმაც, ლუკაც იყო ჩართული და ძალიან გვგულშემატკივრობდა.

მაკა კალანდაძე, ნიკოლოზ კობახიძის მშობელი:

ძალიან მოგვეწონა კონკურსი და დიდი ინტერესით ვიყავით ჩართულები. ეს პროექტი ბავშვების წახალისებისთვის, მოტივაციისთვის და ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად ძალიან კარგია. იმ პერიოდში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და ბავშვები ვერც სკოლაში დადიოდნენ ჩვენ izrune.ge მაშინ აღმოვაჩინეთ და ამით კმაყოფილები ვართ. ნიკუშაც უფრო მეტად გააქტიურდა. ბავშვი პროექტში მარტო ვერ ჩაერთვება, მშობლების აქტიურობა ამ მხრივ მნიშვნელოვანია. მშობლებიც უფრო მოტივირებულები ხდებიან, რომ ბავშვმა ცოდნა აიმაღლოს. ინსტრუქციებიც გვეძლევა რომელ ასაკში რა უნდა წაიკითხოს. ვფიქრობ, ეს პროექტი აუცილებელიც კია.

„SUPER ოჯახში“ მიღწეული წარმატება ძალიან გაგვიხარდა და უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცა; როგორც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ამბობს ხოლმე გამარჯვება ყველას შეუძლია, მაგრამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ეს უკვე სხვა უნარია... ჩვენც მესამე ადგილს არ დავჯერდებით და ვიზრუნებთ, უფრო განვვითარდეთ, წინ წავიწიოთ და I ადგილიც მოვიპოვოთ. 

ლუკა კობახიძე, ნიკოლოზ კობახიძის უფროსი ძმა:

პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. ნიკას ძალიან გაუხარდა პროექტში ეს წარმატება. მომწონს და რაც ყველაზე მთავარია თავად ნიკაა კმაყოფილი და აქტიურად ჩართული.



ასევე იხილეთ:

ოჯახური წარმატებით ტკბობის მზრუნველი LIVE - საქართველოს SUPER ოჯახები გამოვლინდნენ

საქართველოს SUPER ოჯახები - ათეულის ვინაობა ცნობილია

საქართველოს SUPER ოჯახები - LIVE რეჟიმში იმართება

საქართველოს SUPER ოჯახები - „ეტალონის“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო LIVE კონკურსი 20 ივლისს გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რა ვალდებულება აქვს სკოლის ადმინისტრაციას თუ ბავში სკოლას მუშაობის გამო აცდენს - არასრულწლოვანთა შრომითი ნორმების დარღვევის გამო 2 ობიექტი დაიხურა 

 

სწავლა 2 დღით ადრე დასრულდა - საზაფხულო არდადეგები ვადები პედაგოგებსა და დირექციაზე არ ვრცელდება

პასუხების ფურცლებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება