სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვემსახურები საქართველოს“ - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოციალური პროექტის ფარგლებში, სამხედრო ბაზას ესტუმრნენ
13-07-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამ მინზით სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მათ შორის, აღსანიშნავია X-XI კლასებში განხორციელებული სოციალური პროექტი - „ვემსახურები საქართველოს“.

პროექტს პედაგოგი მარინა რუხაია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაერთ საინტერესო სიახლესა თუ ინფორმაციას გაეცნენ. მოინახულეს ჯარისკაცების საცხოვრებელი, დაათვალიერეს ტექნიკა და თავად ჯარისკაცებისგან მოისმინეს საინტერესო ამბები. 

აღნიშნული დღე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში აუცილებლად აღსანიშნავი და დასამახსოვრებელია, რადგან თითოეულმა მათგანმა კიდევ უფრო მეტად დააფასა ჯარისკაცების საქმიანობა და თავდადება.

„კიდევ ერთხელ მადლობა, ღირსეული ქართული ჯარის ხელმძღვანელებს და თითოეულ ჯარისკაცს. ჩვენ ყველანი ერთად, როგორადაც ძალგვიძს, „ვემსახურებით საქართველოს!“, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება