სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარიამ ცეცხლაძე ოჯახის, სოფლისა და ჩაოს საჯარო სკოლის კაშკაშა ვარსკვლავია“- ჩაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასი წელს ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
07-07-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე მარიამ ცეცხლაძემ მეოთხე კლასი წარმატებით დაამთავრა. 

ის პირველ მასწავლებელს ლეილა მჟავანაძეს დაემშვიდობა. მას პედაგოგმა ვიდეოკოლაჟი მოუმზადა, სადაც მოსწავლის მიერ სკოლაში გატარებული 4 წელი იყო ასახული. 

მარიამი სკოლის ისტორიაში პირველი მოსწავლე იყო, რომელსაც კლასელი არ ჰყავდა. მას მეოთხე კლასის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„ოთხი წლის წინ, პატარა მარიამი ჩაოს საჯარო სკოლის ისტორიაში, პირველი მოსწავლე იყო, რომელსაც თანაკლასელი არ ჰყავდა.
ოთხი წლის შემდეგ კი, მარიამი გამოემშვიდობა დედაენას და მის საყვარელ ლეილა მასწავლებელს.
მარიამი უკვე V კლასელია, წინ უფრო საინტერესო სასკოლო ცხოვრების პერიოდი ელოდება.
ორი წლის განმავლობაში, მეც მქონდა საშუალება მარიამთან ურთიერთობის.
მასთან ერთად განვლილი წლები, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
მარიამთან ერთად ჩატარებული ყველა გაკვეთილის დრო მეძვირფასება. მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ამაზე წრფელი ურთიერთობა, ქვეყნად არ არსებობს.
მარიამი ძალიან ნიჭიერი, მგრძნობიარე, უსაზღვროდ კეთილი, ტოლერანტი, მოსიყვარულე, ღრმა, სავსე და დიდი ადამიანია.
მარიამის პროგრესული აზროვნება და დამოკიდებულება სცილდება თავის ასაკს, ეს ბავშვი უფრო დიდია.
ლეილა მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მარიამის აზროვნებას, საზღვრები არ დაუწესა და ჩარჩოებში არ მოაქცია.
მარიამ ცეცხლაძე, ოჯახის, სოფლისა და ჩაოს საჯარო სკოლის კაშკაშა ვარსკვლავია.
დაე, მუდამ ენთოს, ბრწყინავდეს, ასხივებდეს და ანათებდეს, ჩვენი ერთიცალი მარიამი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება