სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას უდიდესი დრო და ყურადღება ეთმობა
07-07-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში წლის განმავლობაში მოსწავლეებში წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.

სასწავლო წელს დირექტორის, მერი თავარქილაძის ხელმძღვანელობით სკოლაში ახალი საბავშვო წიგნები შეიტანეს და ასევე, სხვადასხვა პროექტებში პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

„სასწავლო წელს სკოლის დირექციამ ბავშვების სურვილების გათვალისწინებით ახალი წიგნები შემოიტანა სხვადასხვა სერიისა და მკითხველთა კატეგორიების მიხედვით, რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქალბატონ მერი თავართქილაძეს.

ასევე შემოვიდა სხვადასხვა პროექტები. მოსწავლეებმა წელსაც გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება, მე რა თქმა უნდა ყველა შემოსულ პროექტს ვაცნობ მკითხველებს და ვურჩევ მონაწილეობის მიღებას; შევხვდი რამდენიმე კლასის მოსწავლეებს, ვესაუბრე და გავაცანი ინფორმაცია ბათუმის ამერიკული კუთხის პროექტის - „საზაფხულო კითხვის“ კონკურსის შესახებ.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები გასულ წელს ჩაერთნენ აღნიშნულ კითხვაში და წარმატებულად 10 ოქროს და 2 ვერცხლის სერტიფიკატი მიიღეს, წელს მკითხველები გაორმაგდებიან.

მე შეხვედრებს და ინფორმაციის მიწოდებას კიდევ ვაგრძელებ და ჩემი სურვილია უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს ამ პროექტში.

წარმატებები ბავშვებო, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით სწავლისა და კითხვის ფასი, რადგანაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება განათლებული მომავალი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება