თბილისის N119 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს. 

მოსწავლეები პირველ დამრიგებელს, ბელა გურგენიძეს ემოციურად დაემშვიდობნენ და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგმა კი თავის მხრივ, მოსწავლეებს მეტად ამოციური წერილი მიუძღვნა:

„ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ თქვენ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ. სიტყვებით შეუძლებელია იმის ახსნა თუ რაოდენ დიდ ბედნიერებას მანიჭებს თქვენთან ურთიერთობა. მადლობა იმ უანგარო სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ მჩუქნით. თქვენი თითოეული სიტყვა, ღიმილი ფასდაუდებელი საჩუქარია, მიყვარხართ უზომოდ. სიყვარულით ბელა მასწავლებელი!

უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო მოსწავლებო და მშობლებო, თითოეული იმ თბილი სიტყვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომლებიც წრფელი გულით მისურვეთ და კიდევ უფრო გამილამაზეთ დღე, მიყვარხართ ძალიან!

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ მეოთხე კლასის დამთავრებას და ახალ ეტაპზე გადასვლას, გისურვებთ ცხოვრებაში ყოველივეს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიყვარულს, ბედნიერებას, ულევ წარმატებასა და გამარჯვებას, დასახული მიზნების მიღწევას. მჯერა, რომ თქვენით მუდამ იამაყებს ჩვენი სკოლა. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ თქვენ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ. სიტყვებით შეუძლებელია იმის ახსნა თუ რაოდენ დიდ ბედნიერებას მანიჭებს თქვენთან ურთიერთობა. მადლობა იმ უანგარო სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ მჩუქნით. თქვენი თითოეული სიტყვა, ღიმილი და ჩახუტება ფასდაუდებელი საჩუქარია, მიყვარხართ უზომოდ, სიყვარულით ბელა მასწავლებელი!“, - ვკითხულობთ ბელა გურგენიძის წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: