სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მადლიერების დღე - წრომის საჯარო სკოლაში საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი
07-07-2022
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს. განვლილი სასწავლო წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, წრომის საჯარო სკოლის მე-2, მე-5 კლასის (დამრიგებელი ლალი სარალიძე) თაოსნობით ჩატარებული სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მადლიერების გამოხატვა სკოლისადმი, რომელიც ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო ინიციატივის შეთავაზების ლამაზი ფორმა, რომლის მიზანი გახლდათ -15 ივნისი გამოცხადებულიყო მადლიერების დღედ და სკოლის დღესასწაულად ქცეულიყო. შეთავაზება სკოლის დირექციამ საინტერესო იდეად მიიღო და დანერგვაც გადაწყვიტა.

„დღემ მართლა საინტერესოდ და დიდი ემოციებით ჩაიარა, სამადლობელო და მოსაფერებელი სიტყვებით დაემშვიდობნენ სკოლას პატარები, ახალ სასწავლო წელს კი ახალი იმედებით და მიზნებით დატვირთულები შეგვპირდნენ სკოლაში დაბრუნებას.

- ამ ზეიმში არა მარტო ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, არამედ, საკუთარი ინიციატივით ჩაერთო მე-6, მე-9 კლასის რამდენიმე მოსწავლეც. მიზანი უკვე მიღწეულია, 15 ივნისს სკოლის ზეიმი შედგა: „ამ მადლიან მადლისთვის, გმადლობთ მასწავლებელო“-ამბობს კლასის და ღონისძიების ხელმძღვანელი ლალი სარალიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება