| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ბავშვები ჩვენი ცხოვრების ყვავილები, ქვეყნის მომავალია“- აღნიშნავენ დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში, სადაც მათზე ზრუნვა საპატიო მოვალეობად მიაჩნიათ.
1 ივლისი მაინც გამორჩეულია. ამ დღეს საზეიმო განწყობილება სკოლაში დილიდანვე იგრძნებოდა. ფერადი ბუშტები, ყვავილები და ბავშვების ღიმილიანი სახეები ალამაზებდა სასკოლო გარემოს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მიულოცა სკოლის დირექტორმა ბატონმა ისლამ მამედოვმა. უსურვა მათ უღრუბლო, მშვიდობიანი ზეცა და ბედნიერი მომავალი. გაიმართა კონცერტი. პატარებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები, ჩატარდა სპორტული და მხიარული თამაშები.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ