სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბირთვული კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეები დედამიწაზე“- ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სემინარი ჩაატარეს
27-05-2022
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე სემინარი თემაზე - „ბირთვული კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეები დედამიწაზე“ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც სიღრმისეულად განიხილეს  შემდეგი საკითხები:

  • რადიოაქტიური ელემენტების აღმოჩენის ისტორია;
  • რადიოაქტიური გამოსხივება და მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე;
  • ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია;
  • ბირთვული კატასტროფები და რადიაციის შედეგები;
  • ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები და პოლიტიკა;
  • ბირთვული ენერგიის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, პერსპექტივები.
სასწავლო მიზნები კი გახლდათ:

  • ვარაუდის გამოთქმის, კვლევის, ანალიზის, დამოუკიდებელი აზროვნების, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირების, განზოგადების, დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • რადიოაქტივობის მოვლენის, რადიოაქტიური გამოსხივების ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის მიღება და ანალიზი, ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ, როგორც მშვიდობიანი ასევე სამხედრო მიზნებისათვის ინფორმაციის მოპოვების და შესაძლო საფრთხეების ანალიზი, ბირთვული ენერგიის გამოყენების გარემოზე გავლენის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ სემინარში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო დღე ჩაიწერა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება