სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ დასმული შეკითხვები მასწავლებლებსაც ბევრ რამეში გვეხმარება“- ხონის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
27-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

25 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 27 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე, აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ტესტირება დასწრებით რეჟიმში იმართებოდა, განუმეორებელი იყო. ახლა მოსწავლეების ნაწილმა ტესტები სახლიდან, ნაწილმა კი სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიიდან შეასრულა. ჩემი დამოკიდებულება „ეტალონის“ მიმართ, რასაკვირველია, ძალიან კარგია. რაც ბავშვების შესაძლებლობებს გამოავლენს, მათ დააინტერესებს, მე ყველა ასეთ აქტივობას მივესალმები. „ეტალონი“ კი ნამდვილად ასეთი პროექტია. ჩვენ მასთან დიდი ხანია ვმეგობრობთ და გამოცდილებაც კარგი გვაქვს. ჩვენ რამდენჯერმე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გვყავდა. ამან, იმ პერიოდში, მოსწავლეთა მოტივაციაზე კარგად იმოქმედა. ბევრმა ისეთმა მოსწავლემ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, მანამდე ამ საკითხზე საერთოდ რომ არ უფიქრიათ.

თამარ კიკაბიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მოსწავლეები, როგორც ყოველთვის, „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი საგანმანათლებლო პროექტია. უნდა აღვნიშნო, რომ სკოლის მოსწავლეების ნაწილს ვირუსი ჰქონდა, ამიტომ რამდენიმე მათგანმა თავისი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენა ვერ შეძლო. პირველ ეტაპში 12 მოსწავლე მონაწილეობდა, მეორეზე კი 1 მათგანი, მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ჩხეიძე, გადავიდა. ჩვენ ძალიან მოგვწონს izrune.ge-ც და არ ვიცით, ამ პროექტების მიმართ მადლიერება როგორ გამოვხატოთ. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე, ჩაიარა.

მურთაზ კუხალაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ძალიან მცირეკონტინგენტიანია, პირველ ეტაპზე 1 მოსწავლე მონაწილეობდა, ის მეორე ეპატზეც გადავიდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან ძვირფასი პროექტია, მადლობა ყველას, ვინც მას ორგანიზებას უწევს. ჩვენ ამ ინტელექტ-ჩემპიონატში გასულ წლებშიც ვმონაწილეობთ და თუ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები გვეყოლება, მომავალშიც ასე ვაპირებთ.

ნარგიზ ჩიქოვანი, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მხოლოდ მივესალმები, მასში მონაწილეობა ბავშვებისათვის ერთგვარი მოტივაციაა. შეკითხვებიც ისეთი, რომლებიც საღ აზროვნებასა და მასალის გახსენებას მოითხოვს. მოსწავლეებმა ტესტირება ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლაში გაიარეს, მხოლოდ 1 მოსწავლე ჩაერთო სახლიდან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ადრეც აქტიურად და ინტერესით მონაწილეობდნენ. მსგავს პროექტებში ჩართვა ბავშვების მოტივაციას ძალიან ზრდის.

ნაილი ცუხიშვილი, ხონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩემი სკოლა ყოველთვის ერთვება, რადგან საინტერესო კითხვებია და მოსწავლეებს მონაწილეობის სურვილი ყოველთვის აქვთ. ზოგადად, მეტია ჩართულობა, როდესაც დასწრებით რეჟიმში იმართება, მაგრამ ამაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ტესტირება სკოლაში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩატარდა. პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა, მეორე ეტაპზე 2 მოსწავლე გადავიდა. ახლა კი მათ შედეგებს ველოდებით. ამ პროექტით მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ, პლუს დროის მენეჯმენტის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ და შესაბამისად მუშაობენ.

ზურაბ თოდუა, აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად ჩემი დამოკიდებულება „ეტალონის“ მიმართ ძალიან კარგი და დადებითია. ჩვენ გვყავდა გამარჯვებული მოსწავლეც. მუნიციპალურ პირველობაზეც მიგვიღწევია წარმატებისთვის. „ეტალონი“ საუკეთესო ინტელექტუალური პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნასაც ამდიდრებს და იქ დასმული შეკითხვები ჩვენც - მასწავლებლებს ბევრ რამეში გვეხმარება. კმაყოფილი ვართ, ყველანი - მასწავლებლები, მოსწავლეებიც და მშობლებიც. რაც შეეხება, ტესტირების პროცესს, არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.


ასევე იხილეთ:

ხონის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ხონელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება