TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა, ცხოვრების ის პერიოდია, რომელიც წარუშლელ კვალად რჩება ჩვენს სულსა და გულში“-ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს
24-05-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

განსაკუთრებით ემოციურია სკოლის დირექტორის შორენა აკოფაშვილის მისალოცი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელებო! წელს დასრულდა თქვენი ცხოვრების ის ერთი ეტაპი, რომელსაც ბავშვობა ერქვა! სკოლა, ეს ცხოვრების ის პერიოდია, რომელიც წარუშლელ კვალად რჩება ჩვენს სულში და გულში. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ვერაფერი ჩაანაცვლებს სულის სიღრმეში ფესვებგადგმულ იმ წლებს და იმ მოგონებებს, რასაც მოსწავლეობა ჰქვია! და როდესაც ღრმა სიბერეშიც კი გამოიხედავთ უკან თქვენს ცხოვრებაში, იქ მუდამ იქნება იმ სკოლის ხატი, სადაც წერა-კითხვა და კიდევ უამრავი რამ გასწავლეს! სადაც პირველი მეგობრები შეიძინეთ, პირველი მასწავლებელი გაიცანით, რომელსაც დამიჯერეთ არასოდეს დაავიწყდება თქვენი ხან მომღიმარი, ხან კიდევ, პირიქით მოწყენილი სახეები! დროდადრო თქვენს გონებაში გაცოცხლდებიან ხმები წარსულიდან, ზარის წკრიალი, ხმაურიანი დერეფანი და ვინ იცის კიდევ რამდენი იდუმალი მოგონება ამოტივტივდება სულის ღრმა სიღრმიდან ....! მთელი გულით გილოცავთ ბოლო ზარს! სკოლის სახელით გვინდა გისურვოთ წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში! უფალი იყოს თვენი წინამძღვარი და მფარველი მთელი თქვენი ცხოვრების გზაზე“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის შორენა აკოფაშვილის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება