სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია
16-05-2022
-
+


იმისათვის, რომ მასწავლებელსა და მასწავლებლობის მსურველს გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაეთვალოს, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (გამონაკლისია გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად). 
 
გთავაზობთ 2022  წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:
 
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII) 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი;
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში - 33 ქულა და მეტი;
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად - 43 ქულა და მეტი;
  • მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად - 53 ქულა და მეტი (75%-იანი ბარიერი).
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების   (დაწყებითი  საფეხური  I-VI),   ქართული ენისა და ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური  I-VI)  და  მათემატიკის  (დაწყებითი  საფეხური  I-VI)  ტესტი  შედგება  ორი  ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური  უნარების  ნაწილში - აპლიკანტმა  უნდა  დააგროვოს  მაქსიმალური ქულის  (აკადემიური   უნარების  ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;
 
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
 
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის  (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

იხილეთ ასევე: წამყვანის სტატუსისთვის 43 ქულა, ხოლო მენტორისთვის 53 ქულა უნდა დააგროვოთ - მაქსიმალური ქულა და ტესტის ნიმუშები ცნობილია
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

„ეს აპლიკაციები ბავშვებს ხელს უშლის საშინაო დავალებების შესრულებაში, წიგნების კითხვაში, მეგობრების ნახვაში... “

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება