სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ირაკლი თანდილაშვილი ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში ისწავლის
13-05-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ირაკლი თანდილაშვილი FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია, ის ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის. 

ის სკოლის წარმატებული, ნიჭიერი და მიზანდასახური მოსწავლეა. აღნიშნული წარმატების მიღწევაც სწორედ ამ თვისებების წყალობით შეძლო. 

ირაკლი თანდილაშვილი საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკას მარტივად ითვისებს, ამასთანავე, ქართული პოეზია და მწერლობა უყვარს. ფლობს ქართულ ინფლისურ და რუსულ ენებს. ბოლო ერთი წელია გერმანულსაც სწავლობს. 

„დაბადებიდანვე ვარ განმსჭვალული ყველაფრის მიმართ ინტერესითა და მიზანდასახულობით, ყველაფერი დეტალებში შევისწავლო. სწორედ ამიტომ მარტივად ვძლევ საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკას. ასევე, ძალიან მიყვარს ქართული პოეზია და მწერლობა. მიმაჩნია, რომ ინტერესი არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი. თავისუფლად ვფლობ ინგლისურსა და რუსულს, დაახლოებით ერთი წლის წინ კი დავიწყე ( და დღემდე ვაგრძელებ) გერმანული ენის შესწავლა. მონაწილეობა მაქვს მიღებული ბევრ პროექტსა და პროგრამაში. ერტჯერადი პროექტიდან გამოვყოფ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრას. შესარებით ხანგრძლივი და რთული პროგრამებიდან შემიძლია გამოვყო "Generation Z - Start Up Obserrvatory" - ეს იყო ექვსთვიანი ინტენსიური პროგრამა, რომლის განმავლობაში შევისწავლეთ ანტერპრენერშიპი, სტარტაპირება, სტარტაპების დადებითი, უარყოფითი, რთული და მარტივი მხარეები და კიდევ ბევრი სხვა. ყოველკვირეულად გვქონდა ონლაინ ჩართვები უცხოელ და ქართველ სტარტაპერებტან, გვქონდა ასევე ოფლაინ შეხვედრების სერიაც.
ასევე მონაწილეობა მივიღესამთვიან ინტენსიურ პროგრამაში "Creative STEM Science Coirse" - ეს იყო ინტენსიური ონლაინ პროგრამა ქიმიის შესახებ- ამ პროგრამის დახმარებით ძირეულად შევისწავლე ქიმია და მეტად დავინტერესდი მისით. ეს პროექტი დაფინანსებული იყო სანდიეგოს უნივერსიტეტის მიერ და გვქონდა ხუთდღიანი ოფლაინშეხვედრები, სადაც ჩავატარე საინტერესო ექსპერიმენტები ჩემი ხელით. ამჟამადაც ვმონაწილეობ ერთ-ერთ გრძელვადიან პროგრამაში, რომლის პირველი ნაწილიც წარმატებით დავხურე. ასევე, ვმონაწილეობდი ინტელექტუალურ თამაშში " ბრეინ რინგი", მეორე წელია ვარ ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" აქტიური მონაწილე.
ყველაზე დიდი სიხარული "FLEX"-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობამ მომიტანა. მოხარული ვარ, რომ 2022-23 სასწავლო წელს ამერიკაში გავატარებ“,- ამბობს ირაკლი თანდილაშვილი. 

სკოლაში მისით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ირაკლი თანდილაშვილი ნამდვილად შეძლებს ახდენილი ამერიკული ოცნება აქციოს საკუთარი წარმატებული მომავლის ნაწილად. ის შეძლებს ღირსეულად წარუდგინოს თავისი ქვეყანა ამერიკელ თანატოლებს და, ასევე, მათგან მიიღოს ბევრი რამ, რასაც მომავალში ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება