სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში ახალგაზრდული შეხვედრების დარბაზთან ერთად საესტრადო, სამეჯლისო და თეატრალური სტუდია გაიხსნა
13-05-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ღონისძიება „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდული შეხვედრების დარბაზი BRAIN-ROOM და საესტრადო, სამეჯლისო და თეატრალური სტუდია Best Voice გაიხსნა. 

საზეიმო შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ხათუნა მაღლაკელიძე, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელი ხ.გოგუა, თ.გოლეთიანი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

მათ სკოლა დაათვალიერეს, მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნენ და ახალგაზრდული შეხვედრების დარბაზი და მუსიკალური სტუდიის ოთახი გახსნეს. ამ ოთახში საესტრადო, სამეჯლისო და თეატრალური სტუდია განთავსდება. სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი კი ირმა კუბლაშვილია.

ბოლოს, საზეომო კონცერტი გაიმართა.
 
„შ.ასათიანის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო  სივრცეში „ლოგოსი" სკოლის მოსწავლეებმა და სტუდიის წევრებმა ლამაზი ნომრები შესთავაზეს სტუმრებს.
შეხვედრის ბოლოს ბ.ნ გენადი ბალანჩივაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სამომავლოდ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თანადგომა და დახმარების მზაობა გამოთქვა.
სკოლის დირექტორის მ/შ მაია ქობულიამ სკოლის საზოგადოების სახელით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და რესურსცენტრს მადლობა გადაუხადა მუდმივი ზრუნვისსა და დახმარებისთვის.
ეს ლამაზი დღე  სკოლის ისტორიას დარჩება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს

წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება