სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ შავლიაშვილმა და ვანიკო ჩირიკაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში მედლები დაიმსახურეს
11-05-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა ორმა მესამეკლასელმა მოსწავლემ - მარიამ შავლიაშვილმა და ვანიკო ჩირიკაშვილმა ასახელეს, რომლებმაც „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების კლასის დამრიგებელი თამარ ჩუთლაშვილი გახლავთ.

„ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მესამე კლასის მოსწავლეებს: მარიამ შავლიაშვილსა და ვანიკო ჩირიკაშვილს ულოცავენ „კინგსის“ ოლიმპიადაში მოპოვებულ ჯილდოებს: ორი ოქროს მედალი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი - თ. ჩუთლაშვილი), 2 ვერცხლის მედალი - ინგლისურ ენაში (მასწავლებელი - ნ. მოსულიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში (მასწავლებელი - ნ. ფრიდონაშვილი).

მიღებული ჯილდოები გამარჯვებულ მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა სკოლის დირექტორის მ/შ ლამზირა ყორჩიშვილმა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისთვის და უსურვა წარმატებები მომავალშიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება