| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში საბა საღლიანი (IX კლასი), მარიამ არღვლიანი (IX კლასი), ბეთქილ ქალდანი (IX კლასი), საბა სუბელიანი (X კლასი), მარიამი გოშუანი (XI კლასი), ნორა საღლიანი (VIII კლასი), ბაჩუკი ქალდანი (VIII კლასი) და საბა შაქარიშვილი (VIII კლასი) მონაწილეობდნენ. მათგან ნორა საღლიანი, მარიამ არღვლიანი, ბაჩუკი ქალდანი და ბეთქილ ქალდანი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს, დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ რომ, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი მესტიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 70 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 6 მაისსასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება
უმაღლესები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - „იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა საკონკურსო კითხვებს ბრწყინვალედ გაართვეს თავი