სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა მათემატიკაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
11-05-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.

მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, VIII კლასში „კონსტრუქტივისტული სწავლების III ფაზა“ წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებელ, ლალი ჯარმელიშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომელიც პროექტის სახით წარადგინეს. პროექტი მოიცავდა დავალებას, რომლის მათემატიკური მოდელი წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემაა.

შემდეგ ეტაპზე მათ პროექტი წარადგინეს ღონისძიების სახით - „დავეხმაროთ ანას ბიზნესის წარმოებაში“.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ მათემატიკური სისტემების ამოხსნის სხვადასხვა ხერხები, როგორ გამოიყენონ რეალურ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორ გამოთვალონ სხვადასხვა ფასებისა და ხარჯების პირობებში მოგება, რათა კარგი გათვლა გააკეთონ ბიზნესის დაგეგმვა/წარმოებისას.

მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში. მოსწავლეებმა გაკეთეს კვლევა, პროგნოზირება და შეფასება, მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას აგრეთვე ხელი შეუწყო GEOGEBRA-ს პროგრამის გამოყენებამ.

ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექცია, მათემატიკის მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელი. მათი მოსწავლეების ნამუშევარი მოიწონეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ლალი მასწავლებელს ამ თემის ასეთი სიღრმისეული გააზრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება