| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ მოსწავლეები საგნებთან ერთად, ტოლერანტობას, ჰუმანურობას, თანადგომასა და სიყვარულს სწავლობენ.
სავანეთის საჯარო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ინიციატივით, სკოლის დირექტორთან - ინგა მიქელაძესა და მშობელთან - შალალა ასკაროვასთან ერთად, ეწვივნენ ბოლნისის სათნოების სახლს, სადაც ცხოვრობენ მოხუცები.
გასვლითი პროექტგაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, პატივისვემა, ზრუნვა, თავაზიანობა, დახმარება, პრობლემების მართვა, გადაწყვეტა, კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობა და ა. შ.
მოსწავლეებთან ერთად შეირჩა გასვლითი ღონისძების ადგილი... ბავშვებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, ტკბილეული, საჭირო მედიკამენტები; სათნოების სახლში მისულებმა, წაიკითხეს ლექსები, თბილი სიტყვებით მიუალერსეს მოხუცებს, რომლებმაც გაიხსენეს იუმორისტული ეპიზოდები საკუთარი ცხოვრებიდან.
„სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა დღეს გონიერი თაობა, მისი წევრები გამოირჩევიან მაღალი პოლიტიკური აქტივობით, ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისთვის სამსახურის აუცილებლობას, სიკეთის კეთებას, სასარგებლო პროდუქტის შექმნას.
სხვაზე ზრუნვის სურვილი იშვიათთა ხვედრია, უნდა იზრუნო, რომ მიხვდე, რას განიცდის შენს ახლოს მყოფი ადამიანი, შესაძლებელია ერთი ტკბილი სიტყვითაც კი გააბედნიერო იგი.
მეორე დღეს მოსწავლეებმა დაწერეს შთაბეჭდილებები, საკუთარი განცდები ფურცელზე გადაიტანეს და ეს ერთ-ერთი საინტერესო დღე სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ინფრომაციაში, რომელიც სკოლის წარმომადგენელმა, ლამზირა ოსეფაშვილმა მოგვაწოდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ