სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეწვია
10-05-2022
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლას საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეწვია. 

სკოლის დირექტორის, მზია ვაშალომიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბახვის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს გურიის აგრობიზნესცენტრის მხარდაჭერით დაიწყო პროექტის - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელება, რომლის ხელმძღვანელია თამარ ხომერიკი.

„პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდა პროფესიული კლუბი „ნერგები“. სკოლის ეზოში მოეწყო სათბური, სადაც დაითესა 5 სახეობის (კიტრი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) ბოსტნეული. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

4 მაისს სკოლას სტუმრობდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, ქალბატონი, კელი დეგნანი. ელჩი შეხვდა კლუბის წევრებს, მოსწავლეებმა ისაუბრეს გაწეული საქმიანობისა და მომავლის გეგმების შესახებ. მოსწავლეებმა ელჩს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, შემდეგ კი სათბურში მოყვანილი ჩითილების ღია გრუნტში გადარგვაში მონაწილეობა თვით ქალბატონმა კეილი დეგნანმაც მიიღო“, - აღნიშნულია დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ გურიის აგრობიზნესცენტრის ინფორმაციით, პროექტი ხორცილდება გურიის რეგიონის 10 საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში მოწყობილ პრაქტიკულ სივრცეებში, მოსწავლეები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, ეცნობიან მეწარმეობის საფუძვლებს.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება