სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ანბანი-ხელის ჩუქურთმა“ - ქვიტირის საჯარო სკოლაში წერის კონკურსი ჩატარდა
10-05-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მხატვრული წერის კონკურსი - „ქართული ანბანი-ხელის ჩუქურთმა“ ჩატარდა.

სკოლის მიერ მწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსის მიზანი იყო - ქართულ ასოთა მომხიბვლელობისა და მართებულად წერის მნიშვნელობის გააზრება, ლამაზი კალიგრაფიით წერის კულტურის დამკვიდრება.

„ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც მოსწავლეები, ასევე სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექციის მესვეურნი.

კონკურსს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი - ქორიძე თამარი.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: საგანგებოდ მოწვეული სტუმარი ქუთაისის მერიის თანამშრომელი - მეთოდური და ხარისხის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ქ–ნი მაყვალა ქობულაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქ–ნი გულიკო სალდაძე და ხელოვნების მასწავლებელი – თამარ ქორიძე.

კომპეტენტურმა ჟიურიმ, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების ნამუშევრებში გამოავლინა 3-3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები.

პედაგოგებში პირველ ადგილზე გავიდა სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქ–ნი ლეილა სვანიძე, მეორე ადგილზე– ინგლისურის მასწავლებელი ქ-ნი ხათუნა ახალაია, ხოლო მესამე ადგილზე– გეოგრაფიის მასწავლებელი ქ–ნი მზია კუბეცია.

მოსწავლეთა შორის პირველ ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე – ნინო გამრეკლიძე, II ადგილზე გავიდა VI კლასის მოსწავლე გოგა ხაბეიშვილი, ხოლო III ადგილზე გავიდა VII კლასის მოსწავლე ანა ნიქაბაძე.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით. წარმატებული ღონისძიებით დასახული მიზანი მნიშვნელოვნად მიღწეულ იქნა.

გამარჯვებულების გამოვლენის გარდა საინტერესო აღმოჩენა იყო VI კლასის მოსწავლის, მარიამ ჭეიშვილის ნამუშევრები და უნარები, რომელიც მოწვეულ სტუმარს უყურადღებოდ არ დარჩენია. ქ-ნმა მაყვალა ქობულაძემ VI კლასელი გოგონა მიიწვია საქალაქო წერის კონკურსზე მონაწილეობისათვის. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვნად წაადგება, როგორც მომავალ თაობას, ასევე ქართული წერის კულტურის ამაღლებასა და შენარჩუნებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება