სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელის გამოცდაზე ქართულის ტესტში თემაში ნულ ქულას აიღებთ თუ... - რა უნდა იცოდეთ მხატვრული ტექსტის ანალიზის წერისას?
15-04-2022
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანა ლოლაძე საუბრობს.

„იმისთვის, რომ საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ აუცილებელია, აპლიკანტმა 60%+1 ქულა მიიღოს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 70 ქულიანია, შესაბამისად, ბარიერის გადასალახად მინიმუმ 43 ქულა უნდა მიიღოს გამოსაცდელმა. თუმცა, იმედი მაქვს რომ 43 ქულასაც და მეტსაც დააგროვებთ, რადგან ჩვენი სურვილია ბევრად უკეთ მომზადებული ადამიანები იყვნენ მასწავლებლობისთვის მზად“.

ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ  მხატვრული ტექსტის ანალიზი არ შეფასდება, თუ აპლიკანტის თემა 100 სიტყვაზე ნაკლები იქნება. არის თუ არა განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობა, ამაზე ნანა ლოლაძე შემდეგ პასუხს სცემს:

„ტექსტის მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია იმდენად, რამდენადაც გამოყოფილია ადგილი, ეს არის დაახლოებით ერთი გვერდი, მეტს ვერ დაწერთ, მეტი ადგილი არ არის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სწორდება პასუხების ფურცელი, თქვენ რაც არ უნდა იმუშაოთ შავ ფურცელზე, ის გამსწორებლამდე არ მოდის, მოდის მხოლოდ პასუხების ფურცელი, ამიტომ მშვიდად და დაკვირვებით გადაიტანეთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე შესრულებული დავალება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თემის წერისას - ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს კრიტერიუმები, ძალიან გთხოვთ ნახეთ, გაეცანით მიდგომებს, რას ვაქცევთ ყურადღებას. იქ იქნება მოცემული ტექსტი და დავალება და ამ მხატვრული ტექსტის ანალიზი უნდა შემოგვთავაზოთ. რამდენად ადეკვატურად არის გაგებული ტექსტი, რამდენად გამართულია მსჯელობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ენობრივი მხარე, თუმცა სამწუხაროდ არცთუ იშვიათად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველები ენობრივ შეცდომებს თავად უშვებენ. ეს შეიძლება შეზღუდული დროის ან გამოცდის სტრესთან იყო დაკავშირებული.. იმდენი დრო დაიტოვეთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე გადასატანად, რომ მოასწროთ კიდევ ერთხელ წაკითხვა და ჩასწორება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება