სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია კრიტერიუმები, რომლითაც პედაგოგებს გამოცდაზე შეაფასებენ -დეტალები
29-03-2022
-
+


2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შემოწმდება: 1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა; 2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა; 3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი; 4. კრიტიკული აზროვნების უნარი; 5. წერის კულტურა.

ისტორიის (საბაზო/საშუალო საფეხური) საგნის გამოცდაზე შეფასდება: საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა; ისტორიული წყაროების ანალიზის უნარი; ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. ტესტში ყოველი დავალების კონკრეტული შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.

რაც შეეხება მათემატიკას, ტესტი საგამოცდო პროგრამაზე დაყრდნობით ამოწმებს კანდიდატის საგნობრივი ცოდნის დონეს და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარს. თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება უნიფიცირებული შეფასების სქემის მიხედვით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1. მიზნები. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად ზუსტად და ადეკვატურად გაიგო კანდიდატმა დავალების თითოეულ კომპონენტში დასმული ამოცანა. 2. ცოდნა და მისი გამოყენება. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად კარგად ავლენს კანდიდატი დავალების შესაბამისი კომპეტენციით განსაზღვრული საკითხების ღრმა ცოდნას და პრაქტიკულ სიტუაციებში მათი გამოყენების უნარს. 3. სისრულე და თანამიმდევრულობა. აღნიშნული კრიტერიუმი ადგენს, თუ რამდენად სრულად, არგუმენტირებულად და ლოგიკურად თანამიმდევრულად არის კანდიდატის პასუხში აღწერილი კონკრეტული დავალების გადაჭრისათვის საჭირო ყველა ნაბიჯი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით რომ გასწორდეს, დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული - პასუხობდეს დასმულ შეკითხვას; არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს და შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით.

თითოეული საგნის გამოცდის ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, სრულად იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლის გამოცდებზე ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო გამოქვეყნდა

პედაგოგებისთვის საგამოცდო ტესტების ნიმუშები ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება