სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოკუპაციის 101 წელი“- ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
24-02-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიეძღვანა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში პროექტი - „ოკუპაციის 101 წელი“ წარადგინეს. ღონისძიება 1921 წლის 25 თებერვალს მიეძღვნა. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

პროექტის წარდგენას სკოლის დირექტორი ფატი თევდორაძე და პედაგოგები - იზოლდა სულავა და ინდირა ღარწკია ესწრებოდნენ.   
 
პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაკა თევდორაძე იყო.

„მოსწავლეებმა დღევანდელობასთან პარალელში გააანალიზეს საქართველოს პოლიტიკა და მივიდნენ დასკვნამდე: ის, რაც არ გამოუვიდა არაბ, მონღოლ თუ თურქ დამპყრობელს, მოახერხა დიდმა და ქრისტიანმა მეზობელმა, რომელმაც საქართველოს წაართვა სახელმწიფოებრიობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება