სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გენიალურობის 9 წესი
26-02-2018
-
+


იცით, რომ კრეატიულობის სწავლა შეიძლება? 

კრეატიულობის ექსპერტი და წიგნის ავტორი მაიკლ მიკალკო შემოქმედებითობის 9 მთავარ სტრატეგიას აყალიბებს:

1. იცოდე, როგორ შეხედო

გენიოსების მთავარი მიდგომა  სამყაროსა და პრობლემების მაქსიმალურად მრავალმხრივი, კომპლექსური აღქმაა. ლეონარდო და ვინჩი თვლიდა, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მისი სხვადასხვა რაკუსით ხედვა და რაც შეიძლება მეტი განსხვავებული გზის გამოძებნა.
 
2. წარმოსახვის ვიზუალიზება

ალბერტ აინშტაინი საკითხის გადაჭრისა და ახალი მიგნებების დროს ნაფიქრს ვიზუალურად, თუნდაც დიაგრამებით გამოსახავდა და წარმოსახვას ხელშესახებს ხდიდა. 

3. მუდმივი ექსპერიმენტები

გენიოსებმა იციან, რომ „ რაოდენობა ხარისხში გადადის“. მაგალითად, თომას ედისონს გამოგონებების 1093 პატენტი ჰქონდა. იგი საკუთარ თავს ვადებს უწესებდა : ყოველ 10 დღეში 1 მცირე გამოგონება უნდა შეექმნა, 1 მნიშვნელოვანი მიგნებისთვის კი მხოლოდ ნახევარი წელი დაეხარჯა. ამ გზით, მუდმივად ინარჩუნებდა ფორმასა და რიტმს.
 
4. ახალი კომბინაციების მოფიქრება 

იდეები კუბიკ - რუბიკივითაა. უკვე კარგად ცნობილი საკითხებისა და საგნების განსხვავებული კომბინაციით მიდგომა მათ სრულიად ახალ ელფერს ანიჭებს. 

5. არაორდინალური კავშირები

ერთხელ ნიკოლო ტესლა მზის ჩასვლას უცქერდა და მის გონებაში ძრავის შექმნის იდეა გაჩნდა... გენიოსები ხედავენ კავშირს, რომელსაც სხვები ვერც კი ხვდებიან. 

6. მეტაფორების გამოყენება

არისტოტელე საუკუნეების წინ წერდა, რომ მეტაფორა გენიოსობის მაჩვენებელია. „ ადამიანები იმ საგნებში ხედავენ ანალოგიებს, რომლებსაც, თითქოს, საერთო არაფერი აქვთ“. მისი აზრით, სწორედ ასე იქმნება შედევრი.  

7.  მუდმივი ძიება 

კარგი იდეა ეძებეთ ყველგან, ყველგან, სადაც ძიებაც არავის უფიქრია. პასუხები, შესაძლოა, ძალიან ახლოს იყოს. 

8. გამოიყენეთ ინტუიცია 

ეძებეთ სიახლე ძველ აღმოჩენებში, მიჰყევით ინტუიციას და ცდის ნუ შეგეშინდებათ.
 
9. გაცვალეთ აზრები და ითანამშრომლეთ გონიერ ხალხთან

ისტორიამ უამრავი მაგალითი შემოგვინახა, თუ როგორ შეცვალეს ეპოქა ერთი მიზნითა და ინტერესებით გაერთიანებულმა ადამიანებმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება