სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მაია ფიფია იყო ადამიანი, რომელმაც პედაგოგიურ საზოგადოებაში წარუშლელი კვალი დატოვა“- წალენჯიხის N2 სკოლა პედაგოგს გლოვობს
24-01-2022
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის, მაია ფიფიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

სკოლის დირექტორი და პედაგოგები, მაია ფიფიას სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ. თითოეული მათგანი უდიდეს გულისტკივილს გამოხატავს კოლეგის დაკარგვის გამო. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მაია ფიფია იყო ადამიანი, რომელმაც პედაგოგიურ საზოგადოებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის ამშვენებდა ირგვლივ ყველაფერს, სადაც არ უნდა ყოფილიყო ავლენდა სითბოს, სიყვარულს, ფლობდა უზადო ნიჭს ადამიანებთან ურთიერთობისა, მასზე მუდამ ისაუბრობენ, როგორც საოცარ ქალბატონზე, რომელსაც დახვეწილი მანერები ამკობდა და დიდს თუ პატარას ხიბლავდა მისი სიფაქიზე... სკოლის პედაგოგები იხსენებენ მის თანამშრომლობას კოლეგებთან, სკოლის კურსდამთავრებულნი  იგონებენ, როგორ ზრუნავდა მოსწავლეებზე, ცოდნასთან ერთად როგორ ასწავლიდა ურთიერთპატივისცემას და იმ უნარებს, რომელიც ყველა ადამიანის თანმდევი უნდა იყოს.

სკოლის დირექტორი მაკა სონგულია:

„კიდევ ერთი სათნო, სიკეთის და სიწმინდის სახე წაგვართვა ულმობელმა წუთისოფელმა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს სკოლას, თავის პირველკლასელებს, წალენჯიხას, მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას. მიჭირს მაიაზე წასულში საუბარი... მოწოდებით პედაგოგი, განათებული, ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული, ნათელი ინტელექტის მქონე, საღად მოაზროვნე, სკოლისთვის ამოუწურავი რესურსი. გვიჭირს შეგუება ამ ყველაფერთან“.

ინგლისური ენის პედაგოგი ციცი ჭანტურია:

„სიტყვები უძლურია, იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობ... მაიკო, ჩვენო განსაკუთრებულო, გამორჩეულო, უსათნოესო, უნიჭიერესო, როგორ დაგვაკლდები, დააკლდები შენს კოლექტივს, ოჯახს, საყვარელ ადამიანებს“.

ინგლისური ენის პედაგოგი ნინო კალანდია:

„საოცრად კეთილი, თბილი, ყურადღებიანი, აუღელვებელი, გაწონასწორებული, ტკბილმოუბარი, სამაგალითო დედა, მეუღლე, კოლეგა, რომელიც სულ გვერდში გვედგა, გვიზიარებდა თავის ცოდნას და გამოცდილებას, ბოლომდე იხარჯებოდა ყველასთვის, დაუზარელად, უანგაროდ... ეჰ, უსასრულოდ შეიძლება შენზე წერა მაია. დაგვამუნჯა შენმა ტრაგედიამ, გამძლეობას ვუსურვებ შენს სამაგალითო ოჯახს“.

საინფორმაციო მენეჯერი ასიდა ბერულავა:

„მაია, ჩვენო სიამაყევ, შენ მუდამ იქნები მაგალითი კეთილშობილების, საუკეთესო თვისებების, რომელიც ყველასგან გამოგარჩევდა... შენი პირველკლასელები ჩვენთან ერთად ტირიან... მათზე, როგორც საკუთარ შვილებზე ისე ზრუნავდი, ეფერებოდი, ასწავლიდი... შენ დაიწყე მათი ლამაზი „პეპეს ზღაპარი“, რომლის ერთ-ერთი კეთილი გმირი მარადისობას შეუერთდი... გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო მაია მასწავლებელო“.

ბიოლოგიის პედაგოგი მედეა როგავა:

„მაიკო ყველას შეგვაყვარე თავი შენი გამორჩეული თვისებებით, უდიდესი დანაკლისის ხარ ჩვენთვის და შენი პატარა მოსწავლეებისთვის. მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა“.

Etaloni.ge უსამძიმრებს სკოლას და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამიანის გარდაცვალების გამო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება