სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი სასწავლებლის მიღმა არ დარჩება“ - მიხეილ ჩხენკელი
21-02-2018
-
+


„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, მათ მშობლებს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი რამდენიმე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა. მიხეილ ჩხენკელმა ამ უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმართა.

„ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია. მაგრამ მინდა, ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათაგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და მათ საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარებიან მობილობის პროცესში.

„დახმარება ითვალისწინებს სტუდენტებთან კონსულტაციებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული იმისთვის, რომ ყველა სტუდენტი იქნება დაკვალიანებული და ისინი გააგრძელებენ სწავლას ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.

„ჩემი კარი მათთვის ღიაა და მზად ვარ, დღესვე შევხვდე სტუდენტებს და როგორც მოგახსენეთ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ პროცესზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება