სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტელექტის შესაფასებელი ტესტის შეიქმნა
21-02-2018
-
+


ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ საერთაშორისოდ აღიარებული ინტელექტის შესაფასებელი ტესტის (TONI-4) ქართულ ნორმებზე სტანდარტიზაცია და ადაპტაცია განახორციელა, რომლის გამოყენების უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდს მიენიჭა.

ტესტი არავერბალური ინტელექტის შესაფასებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ რესპოდენტს შეფასების პროცესში არ მოეთხოვება ლაპარაკი, კითხვა, წერა ან მოსმენა. ამდენად, ის იდეალური ინსტრუმენტია სმენის და მეტყველების სირთულეების მქონე მოსწავლეთა უნარებისა და პროგრესის შეფასებისთვის. ტესტი ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე და სტანდარტიზებულია ნორმებზე. შედეგად, ტესტის ჩატარების შემდეგ, შესაბამის ქულებზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდი დაადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

ინტელექტის შესაფასებელი ტესტის შექმნის მიზანია, მოსწავლეთა შეფასება საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებისთვის, რომელიც მოიცავს აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასებას. მომავალში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონნე (შშმ) მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების შეფასება ამ ტესტის საფუძველზე იწარმოებს.

ტესტის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც  შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობენ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება