სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საატესტატო გამოცდების ფორმატის შეცვლის მიზეზები და შეფასებები
21-02-2018
-
+


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საატესტატო გამოცდის ფორმატი შეიცვალა.

ახალი ფორმატის მიხედვით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. 

ამ ცვლილებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მნიშვნელოვანი სიახლე უწოდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდის ფორმატის ცვლილებამ არაერთგავაროვანი რეაქცია გამოიწვია.

როგორც მათემატიკის მასწავლებელი იზა ჩიქობავა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საატესტატო გამოცდაზე ე.წ ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა სრულიად გამართლებულია: 

„საატესტატო გამოცდაზე ე.წ ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა სრულიად გამართლებულია, რადგან გამოსაშვებ გამოცდაზე მოსწავლის მიერ მიღებულ ქულას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მან უნდა გადალახოს ზღვარი და ამით იღებს ატესტატს. ათოსანი მოსწავლე თუ გამოცდაზე 9-იანს ან 8-იანს აიღებდა, ეს მისთვის სტრესი იყო. განიცდიდნენ მოსწავლეები, რომ თავიანთი თავი მაქსიმალურად ვერ წარმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით მეთორმეტე კლასელებისთვის (აბიტურიენტებისთვის) იყო დამთრგუნველი. მათ მალე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უწევდათ. მე, როგორც მასწავლებელი, მივესალმები ამ სიახლეს. თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო.“ 

მეთორმეტეკლასელი ირინე ჯობავა აღნიშნავს, რომ გამოცდებზე ქულების სისტემის გაუქმებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე აქვს: 

„ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდაზე ქულების გაუქმებას, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. გამოსაშვები გამოცდები კონკურსი არაა, რომ ბავშვები ერთმანეთს ნიშნის გამო ეჯიბრებოდნენ. სტრესი იყო ეს ნიშნები, რადგან ვიღაცას მეტი უნდოდა მიეღო და ვერ მოახერხა და ა.შ. მეორე მხრივ, მოსწავლეს აინტერესებს რა მიიღო და როგორ გაართვა თავი გამოცდას. თუმცა, ჩემი აზრით, მაინც ახალი სისტემა სჯობს.“ 

მეთერთმეტე კლასელი მოსწავლის მშობლის ეკა ვაშაკიძის თქმით, ახალი არაფერია, რადგან წინა წლის გამოცდებზეც მოსწავლეები იმ განცდით მიდიოდნენ, რომ მთავარი იყო ბარიერი გადაელახათ:

„საატესტატო გამოცდაზე მომხდარი ბოლო ცვლილების შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ახალი არაფერია, რადგან წინა წლის გამოცდებზეც მოსწავლეები იმ განცდით მიდიოდნენ, რომ მთავარი იყო ბარიერი გადაელახათ, რადგან შეფასება (ქულების სახით) არსად ფიქსირდებოდა (გარდა კომპიუტერის ეკრანისა). ამიტომ არ მესმის, ცვლილებაში ახალი რა არის? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გამოსაშვები გამოცდა, ჩათვლის ტიპის გამოცდაა და ფორმატის შეცვლით მან თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაიბრუნა: 

„გამოსაშვები გამოცდა, ჩათვლის ტიპის გამოცდაა. Gecat-ის სისტემას შექმნისთანავე ეს ფუნქცია ჰქონდა (სწორედ ამიტომ, ატესტაში მასწავლებლების მიერ დაწერილი ნიშნები შედის და არა გამოსაშვებ გამოცდაზე მიღებული ქულა). იმისათვის, რომ გამოცდამ თავის ფუნქცია დაიბრუნოს და მოსწავლეებმა ნაკლებად სტრესულ გარემოში იმუშაონ და ა.შ სამინისტროსა და ცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოსწავლის ნაშრომი კონკრეტული ქულით აღარ შეფასდება,“ - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე:

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება - იხილეთ დეტალები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება