სიახლეები
სამასწავლებლო

თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ გაიმართა
27-12-2021
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს და ამ კუთხით მრავალი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა. ამჯერად, 26 დეკემბერს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ გაიმართა.

კონფერენციას მონაწილე მოსწავლეებთან ერთად - სკოლის დამსახურებული პედაგოგები, ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული და საპატიო სტუმრის სტატუსით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის ფარგლებში ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით, ქეთევან ნატროშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდა საპატიო ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, გულიკო ჯაფარიძე, რომელიც თბილისის N142 სკოლაში 51 წელი დაწყებით კლასებს ასწავლიდა და ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორის, ეკატერინე ენდელაძის უშუალო მხარდაჭერით სკოლაში არაერთი პროექტი თუ სიახლე წარმატებით დაინერგა. დირექტორი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოს შესაქმენლად ყოველთვის აქტიურად შრომობს, რისი დასტურიც 26 დეკემბერს გამართული კონფერენციაც არის.

კონფერენციაზე მოსწავლეები მომზადებულ საკითხებს ორ ენაზე - ქართულად და რუსულად წარადგენდნენ. ღონისძიება ორ განყოფილებად ჩატარდა, რომელთა შორის მოსწავლეთა მსუბუქი განტვირთის მიზნით 15 წუთიანი შესვენება იყო. კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებისთვის აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვა მეტად საპატიო და ამავე დროს, ძალიან საპასუხისმგებლო იყო. თითოეულმა მათგანმა მაღალ დონეზე მომზადებული თემები წარადგინა და პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

დირექტორის ეკატერინე ენდელაძის თქმით, კონფერენციაში სკოლის ორივე - რუსული და ქართული სექტორების ნიჭიერი და ამავდროულად მონდომებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

Etaloni.ge-სთან ეკატერინე ენდელაძემ კონფერენციის შესახებ დეტალურად ისაუბრა და არაერთი საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.

„ჩვენს სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ კუთხით ძალიან მაღალ დონეზე დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ღონისძიება; გარდა ამისა, სასკოლო სასწავლო პროექტი - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ წარმატებით ხორციელდება. ჩვენს სკოლაში 2 სექტორი - ქართული და რუსული სწავლობს და შესაბამისად, აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ორი სექტორის მჭიდრო სასწავლო, აკადემიური და მეგობრული ურთიერთკავშირების განმტკიცებას ემსახურება. ჩვენი ამოცანა, სწორედ ამ ორ კულტურას შორის რაც შეიძლება მჭიდრო დაახლოება და მეგობრული ხიდების გადება შევძლოთ, ამიტომაც ჩატარდა მოსწავლეთა სასკოლო შემოქმედების კონფერენცია. ღონისძიებაში რუსული და ქართული სექტორის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და საპრეზენტაციო ფორმატში წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობები. კონფერენცია ჩვენი სკოლის პედაგოგების, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით მომზადდა“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის ფარგლებში ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით ქეთევან ნატროშვილი ესწრებოდა, რომელმაც etaloni.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე დგება ზოგადად სასწავლო ეროვნული გეგმა. ახლა სწორედ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს და მე, როგორც ლიდერობის მიმართულებით ექსპერტი აქტიურად ვარ ჩართული. ეროვნული სასწავლო გეგმა რვა პრიორიტეტულ მიმართულებას განსაზღვრავს და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კულტურული მრავალფეროვნების ჭრილში დაიგეგმა აღნიშნული სასკოლო პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ აქტივობას მოიცავს. დღეს სწორედ ამ ღონისძიებების შემაჯამებელი კონფერენციაა. სკოლის მიერ სასკოლო პროექტის დაგეგმვის პირველივე დღეებიდან აქტიურად ვიყავი პროცესებში ჩართული და ძალიან ვგულშემატკივრობ სკოლას. მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად კარგი პროცესები მიმდინარეობს“.

კონფერენციისა და სკოლის ღვაწლის შესახებ, ასევე კურსდამთავრებულმა ოქროსმედალოსანმა, გიორგი გველესიანმაც ისაუბრა:

„მინდა ვთქვა, რომ სკოლამ ცხოვრებაში უდიდესი მოტივაცია მომცა. თბილისის N142 სკოლაში ისეთი პედაგოგები ასწავლიან, რომ შეუძლებელია არ ისწავლო და ყველა საგანი არ შეგიყვარდეს. მინდა სკოლას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო და აქვე დავძენ, რომ ყოველთვის მიხარია სკოლაში თუ რაიმე ღონისძიება იმართება და დასწრების საშუალება მეძლევა. აღნიშნული კონფერენცია და მოსწავლეთა მონაწილეობა წარმატების საწინდარია. მოხარული ვარ, რომ ეს კონფერენცია ტარდება“.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეთა სერტიფიკატებითა და წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დაჯილდოება გაიმართა, რაც სკოლის დირექციის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, ღონისძიების ბოლოს პედაგოგებსა და მშობლებს სპეციალურად მომზადებული - „მადლობის ბარათები“ გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები

მოქმედი მასწავლებლების საყურადღებოდ - გამოცდების ცენტრმა ტესტები გამოაქვეყნა

ცნობილია, რა უფლებამოსილება ენიჭებათ საჯარო და კერძო სკოლებს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

2025-2026 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ცნობილია 

ბაღის პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

მსმენელთა წინაშე საკუთარი ლექსებით წარდგნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები

საინტერესო

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები
საზოგადოება