სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ერთგულება უძლებს წლებს“ - ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის კონკურსი წარმატებით ჩატარდა
16-12-2021
-
+


ერთგულება უძლებს წლებს - „ეტალონის“, etaloni.ge-სა და izrune.ge-ს 2022 წლის დევიზის თითოეულ სიტყვას საოცარი დატვირთვა აქვს. 16 წელია, „ეტალონი“ თავისი პროექტებით უდრეკად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიამ ქვეყნები და მათ შორის საქართველოც არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, „ეტალონმა“, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავარ მიზანს არ გადაუხვია, არ დანებდა და ახლა უკვე მესამედ, ონლაინ-რეჟიმში წარმართა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო მოსწავლეებს შორის, საუკეთესოების გამოვლენას და მოტივირებას ემსახურება.

48 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ერთმანეთს ერუდიციაში შეეჯიბრა, ეს იყო „ტვინების ომი“ და ღირსეული „ორთაბრძოლა“ - 20 კითხვა და თითოეულისთვის გამოყოფილი 30 წამი...

თუმცა მანამდე, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა და უცვლელმა წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგულ „ეტალონელებს“ სიტყვით მიმართა:

„მოგესალმებით მონაწილეებს, ჩვენს ერთგულ თანამოაზრეებს, პედაგოგებს, დირექტორებს, რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, მშობლებს... უკვე მესამედ, დისტანციურ ფორმატში იმართება ჩვენი ინტელექტ-ჩემპიონატი. დღეს მეორე პერიოდის დასკვნითი კონკურსია და მასში 48 მონაწილეა მთელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მინდა აღვნიშნო, ყველა მათგანი უკვე გამარჯვებულია - ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტებისა და თბილისის 5 რაიონის „ეტალონი მოსწავლეები“ არიან, დღეს კი სამ ყველაზე იღბლიანს გამოვავლენთ და დავაჯილდოვებთ“.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ვებ და Facebook-გვერდებზე, პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა, მონაწილეები კი „ზუმის“ პლატფორმის მეშვეობით ჩაერთნენ; აღსანიშნავია ასევე, რომ თითოეული კონკურსანტი საკუთარი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გადიოდა ტესტირებას. 

ყველა მათგანი თანაბარ პირობებშია, თითოეულს კითხვაზე პასუხის დასაფიქსირებლად აქვს 30 წამი, სწორი პასუხი 5 ქულით შეფასდება, არასწორი 0-ით, ხოლო კითხვის გამოტოვება 2 ქულით; სამ საპრიზო ადგილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, გადაეცემა ტექნიკის ვაუჩერი! სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის - მინისტრით დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დასრულებული, ყველა გგვულშემატკივრობს, „ეტალონს“ მხარს უჭერენ და სწორედ მათი სახელით, I ადგილზე გასულს, წინასაახალწლოდ, გადაეცემა ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერი, II ადგილზე გასულს - 800-ლარიანი და III ადგილზე გასულს 500-ლარიანი ვაუჩერი. მოხარული ვარ, რომ გვყავს ისეთი პარტნიორი, როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც საუკეთესო ახალგაზრდები სწავლობენ“, - განაცხადა ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას გოჩა ტყეშელაშვილმა და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თითოეული მონაწილე უკვე გამარჯვებულია: „ჩვენს პროექტში მნიშვნელოვანია ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარება, ყველას მოგიწოდებთ სითამამისკენ და გახსოვდეთ - ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა კი - მხოლოდ გამორჩეულებს“.

წამყვანმა საზოგადოებას „ეტალონისა“ და izrune.ge-ს 2022 წლის დევიზიც გაუმხილა „ერთგულება უძლებს წლებს“ და არც ისაა სადავო, „ეტალონმა“ ყველაზე უკეთ გაამართლა ეს დევიზი: 16 წელია „ეტალონი“ ერთგულად ემსახურება ახალგაზრდების განათლებას, მას ზურგს უმაგრებს etaloni.ge და izrune.ge და როგორც ბატონმა გოჩამ აღნიშნა, სწორედ იდეის, შეხედულებებისა და პრინციპების ერთგულება უძლებს წლებს.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მონაწილე მოსწავლეებმა პროექტი შეაფასეს და ერთმანეთს წარმატება უსურვეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა ბოლქვაძემ გაგვიმხილა, რომ სკოლის დირექტორიც გულშემატკივრობს და თავადაც გამარჯვების მოლოდინი აქვს. აჩიკო მათოშვილმა, ახალციხის N1 საჯარო სკოლიდან კი აღნიშნა, რომ „ეტალონისგან“ ელის საინტერესო კითხვებს და მოსწონს დევიზიც, რომელიც „განსხვავებულია და გამორჩეული“. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ შარაშენიძემაც ყველა „ეტალონელს“ წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს, რადგან მიეცა შანსი, საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა.

ნინო ჯინჭარაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კოხნარის საჯარო სკოლიდან დასძინა, რომ „ეტალონის“ პროექტები მოსწავლეების განვითარებას უწყობს ხელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სოლომონ ონიანმა კი „ეტალონს“ დევიზიც მოუწონა და თანატოლებს წარმატებაც უსურვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო კიკავამ აღნიშნა, რომ პროექტი ყველა მონაწილეს დროის ეფექტურად გამოყენებას ასწავლის და თავდაჯერებას ჰმატებს.

ამის შემდეგ, გოჩა ტყეშელაშვილმა ის სიახლეები დააანონსა, რომელსაც „ეტალონი“ izrune.ge-სთან ერთად, თანამოაზრეებს ჰპირდება:

„მომავალი წლიდან „ეტალონი“ ბევრ სიახლეს გპირდებათ და ერთ-ერთი გახლავთ „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“. ჩვენ არ ვჩერდებით და ტექნოლოგიებს ვავითარებთ, რომელსაც ექნება ეროვნული სულისკვეთების ორი მიმართულება: პირველი გახლავთ მემატიანე, ერთგვარი „მემორი“ - წლების წინ ვინ ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ საჯარო სკოლას, როგორი მასწავლებლები, მოსწავლეები ჰყავდა და ეს ინფორმაცია თავმოყრილი იქნება etaloni.ge-ზე, სადაც დღეს 1700 სკოლაა გაერთიანებული.

მეორეს ექნება პრაგმატული დანიშნულება - ყველა სკოლის საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან „ეტალონის“ პროექტებში, სკოლის დასრულების შემდეგაც ექნებათ ტექნოლოგიური მხარდაჭერა, გავითვალისწინებთ დირექტორის რეკომენდაციას და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექსტრემალურ სიტუაციებში, სწავლის გაგრძელებისას, სამსახურის დაწყებისას, ცხოვრების განსაკუთრებულ შემთხვევებში ისინი ამ მხარდაჭერას ჩვენგან მიიღებენ. გარდა ამისა, izrune.ge წლის განმავლობაში, პროექტში ჩართულ მოსწვალეებს სთავაზობს მონაწილეობას 10 განსხვავებულ ოლიმპიადაში - 10 „სიბრძნის ხუთშაბათი“, 10 „წიგნიერების დღე“, 10 ინგლისურის ტესტი, მოქალაქეობრივი აზროვნება - გზა ევროპისკენ და ასევე „შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღე“ - მოსწავლეებისთვის ძალიან მძლავრი მიმართულებაა, რათა შეიყვარონ სწავლა“ - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

აქვე შეუძლებელია, არ აღინიშნოს უნიკალური სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს დაეხმარება მომზადებულები შეხვდნენ იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია. ესაა უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა მომავალი მოსწავლისთვის არის გზამკვლევი წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

ამასობაში, კონკურსანტებმა ტესტი გაიარეს  და პირველი ცხრა მოსწავლეც დასახელდა: 

9. გიორგი ბითაძე - თბილისის N171 საჯარო სკოლა;

8. მაკა ქოქოშვილი - ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტისძირის საჯარო სკოლა;

7. სოლომონ ონიანი - ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლა;

6. შალვა ჩაჩანიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის ხაშურის N3 საჯარო სკოლა;

5. ნინი გურგულიანი - წალკის N1 საჯარო სკოლა;

4. ლუკა ჩოხელი - მცხეთის N2 საჯარო სკოლა;

3. ანა კვაშილავა - მარტვილის მუნიციპალიტეტის, თამაკონის საჯარო სკოლა;

2. შორენა კიპაროიძე - პაოლო იაშვილის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, არგვეთის საჯარო სკოლა;

1. ლუკა ბურდული - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლა.

გამარჯვებულების გამოვლენას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, პირველადგილოსანი ლუკა ბურდულის მღელვარება ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა; ეს იყო დიდი სიხარულის, წარმატებისა და სამომავლო პერსპექტივების ნამდვილი ფოიერვერკი, რომლის მინავლებაც ვერც პანდემიამ და ვერც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ონლაინ-ფორმატმა ვერ შეძლო.



ასევე იხილეთ:

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება - ვადები და ინსტრუქცია

„საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახები“ ზრდიან სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ შვილებს“...

რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად

თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადამოწმდება

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ი 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება - კანონპროექტი პარლამენტშია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ნომრებმა გულწრფელი აღტაცება და აპლოდისმენტები დაიმსახურა“

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს

„მთელი გულით დაგილოცავთ იმ გზას, რომელიც წლების წინ პატარა ნაბიჯებთ დაიწყეთ და დღეს ახალი თავგადასავლისკენ მიდის...“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება