სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში ორ სოფელს სახელი გადაერქვა
16-02-2018
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით ორ სოფელს სახელი გადაერქვა. 

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშს გადაერქვა სახელი და მას ალერტკარი ეწოდა, ხოლო ქობულეთის რაიონის სოფელ ხინოს გადაერქვა სახელი და მას ხინოწმინდა ეწოდა. 

მთავრობის დადგენილება უკვე ამოქმედდა.


ალერტკარი (ყოფილი გრიგოლიში) - სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშის პლატოზე. ზღვის დონიდან 220 მეტრი, ზუგდიდიდან 10 კმ. სოფელში დგას XIX საუკუნის ეკლესია.

საბჭოთა პერიოდში ეწოდა გრიგოლიში, ანუ მეგრულ ენაზე „გრიგოლის სოფელი“ ბოლშევიკი გრიგოლ როგავას პატივსაცემად. მას თავისი ძველი სახელწოდება დაუბრუნდა. 

 

ხინოწმინდა (ყოფილი ხინო) - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში. 

სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა.

სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა. სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას აღნიშნული სახელი. 

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება