TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ
24-11-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის პედაგოგმა, მაია ბურდულმა მეორე კლასის მოსწავლეებს ბუნებაში ერთი მეტად დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე გაკვეთილი ჩაუტარა, რომლის შესახებაც მასწავლებელმა ემოციური წერილი გაავრცელა:

„მართალია გვიანი შემოდგომაა, მაგრამ გუდაურში ნოემბრის თბილი და მზიანი დღეებია. ღამე კი ზამთრის სუსხი იგრძნობა. ბუნება დაჭკნა, ხეებსაც აღარ შერჩენიათ ფოთლები, მთის წვერებზე კი უკვე ახალი თოვლი ჩანს. მზიანმა დღემ გარეთ დაგვიძახა და ჩემი მოსწავლეები გარემოს დასათვალიერებლად წავიყვანე. მინდოდა ბავშვებს უკეთესად დაენახათ წელიწადის სხვადასხვა დროთა დამახასიათებელ ფერთა პალიტრებს შორის განსხვავება. მინდოდა ენახათ შემოდგომის ცა კარგ ამინდში როგორი კამკამა ლურჯია. ბავშვებმა შენიშნეს მწყობრად მოხტუნავე ღაბუა ბეღურები ფოთოლგაცვენილ ტირიფის, ასკილის და თხილის ბუჩქებზე. ისინი ხან მიწას ქექავდნენ, ხან ტოტიდან ტოტზე გადასკუპდებოდნენ და მხიარულად ჟღურტულებდნენ. თითქოს ბავშვების მხიარულებამ ჩიტუნებიც გაახალისა. ერთმა მოსწავლემ გამოცანა გაიხსენა და მეგობრებს მიმართა -  „ჩიტი ვარ თავსავარცხელა, ვსპობ რაც კი მავნე მწერია, ამ ჩემი გრძელი ნისკარტის თვით ხალხიც მადლობელია“. მეორემ ლექსი ჩაარაკრაკა შემოდგომაზე, მესამემ მერცხლები მოიკითხა, რატომ აღარ ჩანანო. შემდეგ გაახსენდათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ფრინველების მოგზაურობა“ და უამრავი კითხვა გაუჩნდათ: ბერურები რატომ არ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში მერცხლებთან ერთად? რატომ მოსწონთ კლდეებში ცხოვრება? რას ჭამენ? ჩვენ რომ დავიჭიროთ, გამოვაზამთროთ და შემდეგ გავუშვათ - არ მოეწონებათ? თითო კითხვაზე უამრავი პასუხი ჰქონდათ. მსჯელობდნენ, იცინოდნენ, ხალისობდნენ, დასკვნებს აკეთებდნენ. ბოლოს შეწუხებულებმა იკითხეს: რატომ არ გვესმის ფრინველების ენა? ხომ უფრო დავეხმარებოდით, ისინი კი შორი ქვეყნის ამბებს მოგვიყვებოდნენ. ასე ხალისიანად და მრავალფეროვნად განავრცეს მოსწავლეებმა შესწავლილი თემა საკლასო ოთახის გარეთ“, - წერს პედაგოგი მაია ბურდული.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება