სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
22-11-2021
-
+


ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში.

პროფესიული განათლების 2021 წლის სტუდენტი გახდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება. 2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯი მერმისის პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა. 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით - გემბანის რიგითი მეზღვაური, ხოლო 2021 წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების  კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, პროგრამით - დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში.  წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „გუდვილი“ დასახელდა.  

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად გადასცა ისრაელის საელჩომ. ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი გადაეცა ნატა ჩხაიძეს, საქართველოს ბიზნესის აკადემიის ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, თანამედროვე სწავლების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ტრადიციულ კონკურსზე ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და რაც მთავარია, ყოველ წელს ვეცნობით ახალ და საინტერესო გამარჯვებულებს, რომლებსაც საკუთარ დარგში განსაკუთრებული მიღწევები აქვთ. ვფიქრობთ, მათი წარმოჩენით ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. 

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული პროგრამების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება